USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
როგორი ამინდი იქნება 16 ივნისს საქართველოს ქალაქებში?
Date:  554

16 ივნისის  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +25 გრადუსი. ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მცირე წვიმა.

რუსთავში + 27  გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი. ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +23  გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +23  გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.წვიმს.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +23  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

სოხუმში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში  დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.  წვიმა.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +22  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +21 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +14  გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა

ცხინვალში, წვიმს, დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.  წვიმს.

თელავში იწვიმებს,  დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +24  გრადუსი. ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

სიღნაღში დღისით +23 გრადუსია, წვიმა. ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way