USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
როგორი ამინდი იქნება 15 მაისს საქართველოში
дата:  2496

15 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +17 გრადუსი. ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

რუსთავში + 20 გრადუსი. ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

ქუთაისში +15 გრადუსია მოსალოდნელი, წვიმს. ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს

ბათუმში  დღისით ჰაერი +17 გრადუსი, ღამით კი +13გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა გამოცხადებული.

ზუგდიდში, წვიმს, დღისით ტემპერატურა +15  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღისით +15 გრადუსი მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში  დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +12  გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8  გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +12 გრადუსი, მოსალოდნელია წვიმა; ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

ცხინვალში მოსალოდნელია წვიმა , დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.  მოსალოდნელია წვიმა.

თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანში წვიმს,  დღისით +17 გრადუსი. ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +15 გრადუსია ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати