13 მაისს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
თბილისში დღისით +16 გრადუსი, წვიმა. ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
რუსთავში +18 გრადუსი. ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
ქუთაისში +14 გრადუსია მოსალოდნელი, წვიმს. ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს
ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +14 გრადუსი, ღამით კი +13გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა გამოცხადებული.
ზუგდიდში, წვიმს, დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში დღისით +15 გრადუსი მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
ამბროლაურში ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ახალციხეში ღრუბლიანი ამინდია, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა;
ბორჯომში დღისით +16 გრადუსი, მოსალოდნელია წვიმა; ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
ცხინვალში მოსალოდნელია წვიმა , დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +8გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანში წვიმს, დღისით +18 გრადუსი. ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +16 გრადუსია ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/