13 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
თბილისში დღისით +28 გრადუსი. ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მცირე წვიმა.
რუსთავში + 30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა
ქუთაისში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
ბათუმში წვიმს, დღისით ჰაერი +22 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
სოხუმში დღისით +24 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +19 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ბორჯომში დღისით +26 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს. ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა
ცხინვალში, წვიმს, დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
თელავში იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +29 გრადუსი. ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.
სიღნაღში დღისით +27 გრადუსია, წვიმა. ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.