USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
როგორი ამინდი იქნება 11 ივნისს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  789

11 ივნისის  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში დღისით +26 გრადუსი. ღამით კი +18 გრადუსი იქნება.  წვიმა.

რუსთავში წვიმს, + 28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს. ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

ბათუმში  დღისით ჰაერი +24  გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში  დღისით ტემპერატურა +26  გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

სოხუმში დღისით +25 გრადუსი მოსალოდნელი. ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში  დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.  იწვიმებს.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15  გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +22  გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომში დღისით +23 გრადუსი, დღის განმავლობაში წვიმს.  ღამით კი +13  გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება..

ცხინვალში, იწვიმებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +187 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს. 

თელავში იწვიმებს,  დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +26  გრადუსი. ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

სიღნაღში დღისით +24 გრადუსია, მცირე წვიმა. ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმს.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის