USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
როგორი ამინდი გველოდება დღეს
дата:  593

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი 14. ოზურგეთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +23 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი +13 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია წვიმა, +22 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს, +24 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +16.

+23 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს მესტიაში, სადაც +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 2 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება და მზიანი ამინდია ნავარაუდევი. +9 იქნება ღამით.

ჭიათურაში +21 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი და ღამით +11 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი ამნინდია ნავარაუდევი ახალციხეში. დღე +19, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა + 9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +19 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსს და მზიან ამინდს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მცირე ნალექია ნავარაუდევი და დღე +19 გრადუსია. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +18 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +11 გრადუსი და წვიმა არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება, ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+21 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება და ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати