USD 2.6431
EUR 3.0123
RUB 3.3898
Tbilisi
როგორ ვერ იპოვა პუტინმა უკრაინა რუკაზე და განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირამდე კაცობრიობის ისტორიაში უკრაინა არ არსებობდა
Date:  1255

„იქ უკრაინა არ არის“- ასე განაცხადა პუტინმა, როდესაც  საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელ ზორკინთან ერთად საფრანგეთის მე-17 საუკუნეში საფრანგეთში გამოცემულ რუკას „ათვალიერებდა“  .

რუქა, რომელიც ზორკინმა პუტინს აჩვენა, მართლაც მე-17 საუკუნეში შეადგინა ფრანგმა კარტოგრაფმა გიომ სანსონმა, მისი ციფრული ასლი შეგიძლიათ ნახოთ საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე. რუკას ჰქვია "თეთრი რუსეთი" ან მოსკოვი, რომელიც დაყოფილია სამეფოების, საჰერცოგოს, სამთავროების, პროვინციებისა და იმ ხალხების განსახლების პრინციპით, რომლებიც იმჟამად რუსეთის მეფის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ამ რუკაში რეალურად არის ნახსენები  უკრაინა - მის ქვედა მარცხენა ნაწილში, ყირიმის დასავლეთით ვოლინის მახლობლად, მითითებულია ტერიტორია, რომელსაც Ukraine pays des cosaques, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც "უკრაინა, კაზაკების ქვეყანა".

ამავდროულად, ყირიმის ტერიტორია გამოყოფილია ცალკე სახელმწიფოდ, ნახევარკუნძულზე და რუკაზე დატანილია  როგორც Krimsky tartares du Crime, რომელიც შედის Petite tartarie - ყირიმელი თათრების მიწებში, როგორც პატარა თათარეთის ნაწილი. ხოლო თანამედროვე ლენინგრადის რეგიონის მიწებს და ადგილს, სადაც მომავალში პეტერბურგი აშენდება, რუკაზე ინგრია ჰქვია და შვედეთის იმპერიას ეკუთვნის.

ამ რუქაზე სხვათა შორის, საქართველოც მოიხსენიება "Gurgistan ou Georgie", რომელშიც შედის "აფხაზეთი" - "აბბასა"და რომლის  საზღვრები ძალიან კარგად ჩანს რუკაზე. ამ რუქაზე მკაფიოდ გამოყოფენ სახელმწიფოებს  და ამ სახელმწიფოს ნაწილებს  - GURGISTAN ou GEORGIE და მის ნაწილებს Abbasa (აფხაზეთი), Odisci (მეგრელია), იმერეთი (იმერეთი).

society
განათლების მინისტრი - სასკოლო ფორმის ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

„ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way