USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აცრაზე ჯავშნის გაუქმება ან თარიღის შეცვლა გსურთ
თარიღი:  4270

4 მაისიდან საქართველოში დაიწყო იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით. „სინოფარმით“ აცრა 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. 

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში „სინოფარმის“ ასი ათასი დოზაა შემოტანილი, ჯავშანი კი 18 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. საჭიროების შემთხვევაში მსურველებს აცრის მეორე დოზის მისაღებად სხვა ქალაქში რეგისტრაციაც შეუძლიათ.

რა ხდება მაშინ, თუ რეგისტრირებული მოქალაქე არ მივა ასაცრელად?

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ეს პრობლემას არ შექმნის:

„როცა რეგისტრირებული მოქალაქე არ მიდის ასაცრელად ან რაღაც მიზეზია, რის გამოც ის რეგისტრაციის შემდეგ უარს ამბობს აცრაზე, შესაძლებელია სარეზერვო სიის მექანიზმის გამოყენება.

„სინოფარმის“ შემთხვევაში საკითხი უფრო მარტივად დგას, რადგან „სინოფარმის“ ვაქცინა არის ინდივიდუალურ შპრიცში მოთავსებული, ეს არის ინდივიდუალური შეფუთვა და ჩვენ არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ გაიხსნა რომელიმე ერთი ფლაკონი და 10 ადამიანი თუ არ მივიდა, დოზები გაფუჭდება. უფრო ადვილია „სინოფარმის“ მოხმარება ამ კუთხით.

ამდენად, ამცრელი დაწესებულებები თავისით განსაზღვრავენ, როგორ შეიძლება შეივსოს ის ადგილი, რომელიც გამოთავისუფლდა იმის გამო, რომ არ მივიდა მოქალაქე აცრაზე,” – თქვა მინისტრის მოადგილემ.

შესაძლებელია თუ არა აცრაზე ჯავშნის გაუქმება ან გადავადება?

დიახ, ჯავშნის რედაქტირება და გაუქმება შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრირების ოფიციალურ ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge. საამისოდ ჯერ უნდა იპოვოთ თქვენი ჯავშანი, რისთვისაც შემოთავაზებულ ველებში უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები.  ჯავშნის გამოჩენის შემდეგ გვერდზე გამოჩნდება ამობეჭდვისა და გაუქმების ფუნქცია. ჯავშნის რედაქტირება შესაძლებელია ჩანიშნულ ვაქცინაციამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის