USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
Date:  1223

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 4.41%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.05 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.92 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 8.01%-ით შემცირდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.48%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 27.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 2.82%-ით შემცირდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 4.26%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.67 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 450 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 16.92%-ით შემცირდა.

წყარო: Galt & Taggart

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way