USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
როგორ იცვლებოდა თბილისის გამწვანება 1930 წლიდან დღემდე
თარიღი:  1011
1930-1950 წლებში თბილისის ტერიტორიაზე დაირგო 5,5 მლნ-ზე მეტი ხე! 1954 წლისთვის საზოგადოებრივი მოხმარების მწვანე მასივებისა და ნარგავების ფართობმა 490 ჰექტარი (1937 წელს მხოლოდ 160 ჰა იყო) შეადგინა.
 
მთაწმინდის პარკის გახსნამდე (1938 წლის 24 ივლისი) მთის კალთები და პლატო მოშიშვლებული იყო. მოგვიანებით ხელოვნური ნარგავები კოჯრამდე და ოქროყანამდეც გაგრძელდა.
 
1946 წელს დაიწყო ვაკის პარკის გაშენება 150 ჰექტარზე, რაც, რელიეფის გათვალისწინებით, დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: ვარაზის ხევის ჩამონადენი და კუს ტბის მოცულობა ვერ აუდიოდა ათობით ათასი ნერგის მორწყვას, ამიტომ გადაწყდა მტკვართან წყლის საქაჩი სადგურის აშენება და მისი საშუალებით სითხის აქაჩვა კუს ტბამდე.
 
პარალერულად თბილისის შემოგარენიც გამწვანდა, გაჩნდა 400 ჰექტარი ტყე. წყნეთში დაირგო 150 ათასი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე: 12 ათასი თეთრი აკაცია, 53 ათასი ხეხილის ნერგი და 100 ათასამდე ფიჭვი, რომლებიც ბაკურიანიდან, ახალდაბიდან და ხაშურის რაიონიდან ჩამოზიდეს.
1951 წელს წყნეთის პლატოს შუაგულში დამატებით გაშენდა 40 ჰექტარი პარკი, რომლისთვისაც სარწყავი წყალი კვლავ მტკვრიდან იტუმბებოდა.
1989 წლისათვის თბილისის გამწვანების კოეფიციენტმა მაქსიმუმს მიაღწია: ქალაქი ითვლიდა კულტურისა და დასვნების 7 პარკს (267 ჰა), 9 პარკს (91 ჰა), 7 ბაღს (20 ჰა), 476 სკვერს (212 ჰა), 6 ბულვარს (9 ჰა), ხოლო ქუჩის მწვანე ნარგავების საერთო ფართობი შეადგენდა 390 ჰექტარს. ამ დროს თბილისის გამწვანების კოეფიციენტი (მწვანე საფარის ფართობი 1 მოსახლეზე) 13 მ2 იყო, 2001 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 მ2 -მდე შემცირდა.
 
ამის შემდეგ თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზრდა, თუმცა მწვანე საფარის ფართობი, რბილად რომ ვთქვათ, არ გაზრდილა. შესადარებლად: ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 1 მოსახლეზე 35.5 მ2-ია.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის