USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
როგორ გაანადგურა ამერიკამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი?
თარიღი:  719

The New York Times-მა ამ ყველაფერს „მისტერია“ უწოდა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ფარული საზღვაო ოპერაცია, რომელიც დღემდე საიდუმლოდ იყო დაცული. აღნიშნულ თემას ცნობილმა ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და პოლიტიკურმა მწერალმა სეიმურ ჰერშმა სტატია მიუძღვნა.

რა ხდება? 

სეიმურ ჰერშის თქმით, აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო-საზღვაო დაივინგისა და სამაშველო ცენტრის ადგილმდებარეობაც ისეთივე ნაკლებად ცნობილია, როგორც მისი სახელწოდება. აღნიშნული დაწესებულება ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალაბამას საზღვრიდან სამხრეთით, 70 მილის დაშორებით, პანამა-სითიში მდებარეობს. ცენტრის კომპლექსი ისეთივე უსახურია, როგორც მისი მდებარეობა. ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის უფერული ბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც ჩიკაგოს დასავლეთ ნაწილში მდებარე პროფესიულ სკოლას მოგვაგონებს. გზაჯვარედინის მოპირდაპირე მხარე კი არის სამრეცხაო და ცეკვის სკოლა.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი წერს, ცენტრი ათწლეულების განმავლობაში წრთვნიდა მაღალკვალიფიციურ მყვინთავებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში, აშშ-ის სამხედრო შენაერთებში არიან განაწილებული. მათ შეუძლიათ კარგი და ცუდი საქმეების კეთება. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ტექნიკური დაივინგი, რომელიც C4 ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით, ნავსადგურებისა და სანაპიროების ნამსხვრევებისგან, აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისა და საშიში იარაღისგან გასასუფთავებლად გამოიყენება. ცუდი საქმეა უცხოური ნავთობის პლატფორმების აფეთქება, წყალქვეშა ელექტროსადგურების შესასვლელი სარქვლების ჩაკეტვა და გადაზიდვის ყველაზე მნიშვნელოვან არხებზე  საკეტების განადგურება. პანამა - სითიში მდებარე ცენტრი, სადაც ამერიკაში სიდიდით მეორე დახურული აუზი მდებარეობს, მყვინთავთა სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულთა საიდუმლოდ შესარჩევად შესანიშნავი ადგილია. შარშან ზაფხულში მათ ბალტიის ზღვაში, 260 ფუტის სიღრმეში, წარმატებით შეასრულეს ის დავალება, რომელიც მიიღეს. 

გასული წლის ივნისში, აშშ-ის საზღვაო ძალების მყვინთავებმა, რომლებიც ნატოს საზაფხულო სწავლების (BALTOPS 22-ის სახელით არის ცნობილი) ფარლებში მოქმედებდნენ, ბალტიის ზღვაში დისტანციურად კონტროლირებადი ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს. სამი თვის შემდეგ, აღნიშნულმა აღჭურვილობამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ოთხი გაზსადენიდან სამი გაანადგურა. სეიმურ ჰერშის თქმით, მას ეს ინფორმაცია მიაწოდა წყარომ, რომელსაც ამ ოპერაციის დაგეგმვასთან უშუალო შეხება ჰქონდა. ორი მილსადენი, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ -ის სახელით არის ცნობილი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანიასა და დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს იაფი რუსული ბუნებრივი აირით უზრუნველყოფდა. გაზსადენის მეორე წყვილი, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეწოდა, უკვე აშენდა, მაგრამ ექსპლუატაციაში ჯერ არ არის შესული. ახლა, როდესაც რუსეთმა 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომი გააჩაღა, პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ზემოთ ხსენებული მილსადენები მიიჩნია როგორც საშუალება, რომლითაც ვლადიმერ პუტინს თავისი პოლიტიკური და ტერიტორიული ამბიციებისთვის ვაჭრობა შეუძლია. 

როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი თეთრი სახლის სპიკერს, ედრიენ უოტსონს სთხოვა, მან ჰერშს ელექტრონული ფოსტით ასე უპასუხა: „ეს არის სიცრუე და სრული ფაბრიკაცია“. ანალოგიური განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპიკერმა, ტამი თორპმა: „ეს განცხადება სრული და აბსოლუტური სიცრუეა“. მილსადენების საბოტაჟის შესახებ ბაიდენის გადაწყვეტილება ვაშინგტონში, ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოებაში, ცხრა თვეზე მეტი ხნის საიდუმლო დისკუსიების შემდეგ იქნა მიღებული. ამ დროის უმეტეს ნაწილში პრობლემა იყო არა მისიის შესრულება, არამედ ის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი ისე, რომ არავის ჰქონოდა მკაფიო წარმოდგენა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ ქმედებაზე. 

ჰერშის განმარტებით, არსებობდა მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული მიზეზი, რომ ზემოთ ხსენებული ოპერაცია პანამაში მდებარე მყვინთავთა სკოლის კურსდამთავრებულებისთვის მიენდოთ. მყვინთავები იყვნენ მხოლოდ საზღვაო ძალები და არა ამერიკის სპეციალური ოპერაციების სარდლობის წევრები, რომელთა ფარული ოპერაციების შესახებაც უნდა ეცნობოს კონგრესს, ამასთანავე, წინასწარ მიეწოდოს ინფორმაცია სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას. ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რათა თავიდან აეცილებინა ინფორმაციის გაჟონვა, რადგან ოპერაციის დაგეგმვა 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა. პრეზიდენტი ბაიდენი და მისი საგარეო პოლიტიკის გუნდი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინკენი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი ღიად და თანმიმდევრულად გამოხატავდნენ თავიანთ მტრობას ამ მილსადენების მიმართ, რომლებიც ბალტიის ზღვაში, მხარდამხარ, 750 მილის მანძილზე გადიოდნენ.

ჰერშის განმარტებით, „ჩრდილოეთის ნაკადი - 1“ ვაშინგტონისა და ანტირუსული განწყობის მქონე მისი პარტნიორების მიერ დასავლეთის დომინირებისთვის საფრთხედ აღიქმებოდა. ამ პროექტის უკან იდგა ჰოლდინგი Nord Stream AG, რომელიც 2005 წელს, „გაზპრომთან“ პარტნიორობით, შვეიცარიაში დარეგისტრირდა. სწორედ პუტინის მორჩილი ოლიგარქების კომპანია უკანასკნელი აკონტროლებდა ჰოლდინგის აქციების 51%-ს, ხოლო ოთხი ევროპული ენერგეტიკული კომპანია - ერთი საფრანგეთში, ერთი ნიდერლანდებში და ორი გერმანიაში - აქციების დარჩენილ 49%-ს იზიარებდნენ. „გაზპრომის“ მოგება რუსეთის მთავრობასთან ნაწილდებოდა და როგორც ამბობენ, გაზისა და ნავთობის შემოსავალი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის წლიური ბიუჯეტის 45%-ს შეადგენდა.

ჟურნალისტის განმარტებით, ამერიკის პოლიტიკური შიშები რეალური იყო: პუტინს ახლა ექნებოდა დამატებითი და საჭირო ძირითადი შემოსავლის წყარო, გერმანიასა და დანარჩენ დასავლეთ ევროპას ექნებოდათ იაფი რუსული ბუნებრივი აირი, ხოლო ევროპის დამოკიდებულება ამერიკაზე შემცირდებოდა. სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა. ბევრი გერმანელი „ჩრდილოეთის ნაკადი- 1“-ს ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის აღმოსავლეთის პოლიტიკის თეორიის ნაწილად განიხილავდა. აღნიშნული მოსაზრების თანახმად, ეს პროექტი საშუალებას მისცემდა გერმანიას, ომის შემდგომ თვითრეაბილიტაცია განეცადა. იგივე შანსი მიეცემოდათ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ მეთოდად იაფ რუსულ გაზს გამოიყენებდნენ. 

ნორვეგია - იდეალური ადგილი მისიისთვის

სეიმურ ჰერშის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიზისის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშშ-ის არმიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მასშტაბები ნორვეგიაში, რომლის დასავლეთი საზღვარი 1400 მილის მანძილზე ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის გასწვრივ გადის და რუსეთს უერთდება. ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციით, პენტაგონმა შექმნა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და კონტრაქტები ნორვეგიაში აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების ობიექტების მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის. აღნიშნული ინიციატივა მოიცავდა სინთეზური დიაფრაგმის რადარს ჩრდილოეთით, რომელსაც რუსეთის სიღრმეში შეეძლო შეღწევა. მან მოქმედება დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ჩინეთში მდებარე შორი მანძილის მოსასმენ სადგურებზე წვდომა დაკარგა. 

ჰერშის თქმით, ნორვეგიაში მომუშავე ამერიკელები ფიქრობდნენ, როგორ შეესრულებინათ ბაიდენის ბრძანება და დისტანციურად როგორ აეფეთქებინათ C4 ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს ბევრად უფრო საპასუხისმგებლო ამოცანა იყო, ვიდრე ამას ვაშინგტონი წარმოიდგენდა. ნორვეგიაში მყოფმა გუნდმა არ იცოდა, როდის დააჭერდა პრეზიდენტი ღილაკს - რამდენიმე კვირაში, ექვს თვეში თუ უფრო გვიან?

გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, 2022 წლის 26 სექტემბერს, ნორვეგიის საზღვაო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავმა P8-მ, ერთი შეხედვით, რუტინული ფრენა შეასრულა და ჰიდროაკუსტიკური ბუი ჩამოაგდო. სიგნალი გავრცელდა წყალქვეშ, ჯერ - „ჩრდილოეთის ნაკად - 2“-ზე, შემდეგ კი - „ჩრდილოეთის ნაკად -1“-ზე. რამდენიმე საათის შემდეგ, მძლავრი C4 ასაფეთქებელი ნივთიერება ააფეთქეს და ოთხი მილსადენიდან სამი მწყობრიდან გამოვიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, დახურულ მილსადენებში დარჩენილი მეთანის გაზის გუბეები წყლის ზედაპირზე ამოვიდა და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ რაღაც შეუქცევადი მოხდა.

ჰერშის თქმით, მილსადენის აფეთქებისთანავე, ამერიკულმა მედიამ ეს ფაქტი ამოუხსნელ საიდუმლოდ მიიღო. რუსეთი არაერთხელ იქნა მოხსენიებული, როგორც სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც თეთრი სახლიდან გაჟონილი ინფორმაცია დაეხმარა. თუმცა ასეთი თვითსაბოტაჟის აშკარა მოტივი არავის დაუსახელებია და ყველაფერი უბრალო შურისძიების დონეზე დარჩა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ფარულად მოიპოვა მილსადენის შეკეთების ღირებულების გაანგარიშება, New York Times-მა დაწერა, რომ „ეს ართულებდა თეორიებს იმის შესახებ, თუ ვინ იდგა“ თავდასხმის უკან. ჰერშის თქმით, არცერთ მთავარ ამერიკულ გაზეთს არ გამოუკვლევია ბაიდენისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდის მიერ მილსადენების მისამართით გაჟღერებული ადრინდელი მუქარები. ცოტა ხნის წინ, ვიქტორია ნულანდმა მილსადენების თემის დახურვით გამოწვეული კმაყოფილება გამოხატა. იანვრის ბოლოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას მან სენატორ ტედ კრუზს უთხრა: „როგორც თქვენ, მეც ვფიქრობ, ადმინისტრაცია მოხარულია გაიგოს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ ახლა უკვე არის, როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ლითონის ნაჭერი ზღვის ფსკერზე“.

როგორც სეიმურ ჰერშს წყარომ უთხრა: „ეს მშვენიერი გადასაფარი ისტორია იყო. ამის უკან იდგა ფარული ოპერაცია, რომელშიც ჩართული იყვნენ აღნიშნული სფეროს სპეციალისტები და აღჭურვილობა, რაც ფარულ სიგნალზე მუშაობდა“.

წყარო:imedinews.ge

ანალიტიკა
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.