USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
როგორ დღეს გვპირდებიან ვარსკვლავები - 12 სექტემბრის ჰოროსკოპი
 456

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, ამიტომ უმჯობესია, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ეცადეთ, კოლეგების თხოვნა და საკუთარი დაპირებები არ დაივიწყოთ, თორემ შეიძლება, მათი პატივისცემა დაკარგოთ და მათთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმეთ - ახლა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დილიდან უამრავი სირთულე გელით, რომელსაც დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდები, თუმცა შუადღის შემდეგ ვითარება განიმუხტება და დასვენებას შეძლებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ახალი შესაძლებლობების დღეა. შანსი გაქვთ, რომ ის გააკეთოთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ეცადეთ, დრო უსარგებლო საუბრებში არ დაკარგოთ და ახლავე საქმეს შეუდგეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც არა მარტო სასიამოვნო, არამედ ძალიან სასარგებლოც იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საეჭვო გადარიცხვებს მოერიდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თუ წვრილმან უსიამოვნებებს არ ჩავთვლით, სრულიად ხელსაყრელი დღეა. მეგობრების რჩევა საშუალებას მოგცემთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ხშირად პირველი შთაბეჭდილება მცდარია. საკუთარ ნივთებს მეტი ყურადღება მიაქციეთ - არსებობს ქურდობის საფრთხე

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სასურველის მიღწევაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით. ახალი ბიზნესპარტნიორების მხარდაჭერით თქვენი პროექტები და გეგმები უფრო მასშტაბური და ამბიციური გახდება. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და საბუთების გაფორმებისთვის. მარტოხელა ლომებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ძლიერი მხარეების წარმოჩენას მშვენივრად ახერხებთ. დროა საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყოთ - დახმარების მსურველები აუცილებლად გამოჩნდებიან.
ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი ემოციებითა და სასიამოვნო საზრუნავით იქნება სავსე.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საკმაოდ რთული დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლის იმედი აქვს. გახსოვდეთ, რომ გამარჯვების მისაღწევად დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოთ. ზოგ სასწორს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა და სიახლეებთან შეგუება მოუწევს. სამუშაო იმდენად ბევრია, რომ დაგეგმილი დასვენების, შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის შეიძლება დრო აღარ დაგრჩეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საქმეების მდგომარეობას და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ბევრჯერ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო: გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა საუკეთესო გგონიათ, სინამდვილეში წარუმატებელია.
გამორიცხული არ არის, ისეთ ადამიანს ენდოთ, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. მოერიდეთ მას, ვინც კომპლიმენტებში გხვევთ და მაცდური დაპირებებით თქვენს მოტყუებას ცდილობს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დიდი ძალისხმევის ფასად ყველა მიზანს მიაღწევთ და ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. არაკეთილმოსურნეები ეცდებიან, თქვენი მიღწევები გააუფასურონ და თქვენს ავტორიტეტს დარტყმა მიაყენონ. საკმაოდ ფრთხილი ხართ და შეცდომებს თითქმის არ უშვებთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სერიოზული ზიანი მოგაყენოთ.
ეცადეთ, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ, თუნდაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყოთ - ახლა ეს ყველას სარგებელს მოუტანს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დიდი ძალისხმევის ფასად ყველა მიზანს მიაღწევთ და ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. არაკეთილმოსურნეები ეცდებიან, თქვენი მიღწევები გააუფასურონ და თქვენს ავტორიტეტს დარტყმა მიაყენონ. საკმაოდ ფრთხილი ხართ და შეცდომებს თითქმის არ უშვებთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სერიოზული ზიანი მოგაყენოთ.
ეცადეთ, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ, თუნდაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყოთ - ახლა ეს ყველას სარგებელს მოუტანს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია შეაფასოთ და იმოქმედოთ, ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და მოზღვავებულ ემოციებს ებრძვით. ამ დღეს საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ - ზოგს ძალიან მკაცრად განსჯით, ზოგის მიმართ კი პირიქით, უზომო ლმობიერებას იჩენთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე აქტიურ მოქმედებას, ამიტომ სურვილის მიუხედავად, დასვენებას ვერ ახერხებთ. გარშემომყოფები მუდმივად გაჩქარებენ, რაც ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ, ჩხუბი თავიდან აიცილოთ, თორემ ურთიერთობების აღდგენას ვეღარ შეძლებთ. იქნებ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, თუნდაც დროებით და უპირატესობა სწორ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიანიჭოთ.
საღამოს მოულოდნელი შეხვედრები გელით ადამიანებთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ.

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати