USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
როგორ დაეხმარება ადამიანებს COVID-19-ის მართვის ვირტუალური ასისტენტი
თარიღი:  1227
 
 

სოციალურ ქსელ ფეისბუკზე COVID-19-ის მართვის ვირტუალური ასისტენტი შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლების კითხვებს ავტომატურ რეჟიმში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

პლატფორმა ნინო ზამბახიძის, ვალერი ჩეხერიას და სანდრო კანდელაკის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია როგორც მომხმარებლების ინფორმირება COVID-19-ის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე იმ პაციენტების დახმარება, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

იმისათვის, რომ აღნიშნული პლატფორმა გამოიყენოთ, “ფეისბუკზე” უნდა მოძებნოთ გვერდი Covider – კოვაიდერი  და დიალოგის დასაწყებად შეტყობინების სახით გაუგზავნოთ ნებისმიერი ტექსტი. ამის შემდეგ, აპლიკაცია გკითხავთ ინფორმაციის გაგება გსურთ თუ კოვიდი დაგიდასტურდათ.

თუ ინფორმაციის მიღებას დააკლიკავთ, პლატფორმა შემოგთავაზებთ ცნობებს, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ კოვიდის სიმპტომები გამოგივლინდათ, როგორ უნდა დაიცვათ თავი ვირუსისგან, შემოგთავაზებთ ექიმთან კონსულტაციის გავლას, შეგახსენებთ ტემპერატურის გაზომვას ან ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლეების გამოწერას ან პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

იმ შემთხვევაში კი, თუ მიუთითებთ, რომ კოვიდი დაგიდასტურდათ, პლატფორმა სიმპტომებს გამოგკითხავთ და შესაბამის რეკომენდაციებს მოგცემთ.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის