USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
როგორ აქცია მესისთან შეხვედრამ ავღანელი ბიჭის ცხოვრება კოშმარად
თარიღი:  1125

2016 წლის იანვარში ავღანელმა ბიჭმა მურთაზ აჰმედამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი ფეხბურთის არგენტინელ ვარსკვლავთან-ლიონელ მესისთან მისი შეხვედრის შემდეგ. მაგრამ ეს სანატრელი შეხვედრა ბიჭს წყევლად მოუბრუნდა, რადგან მან ცხოვრება  ჯოჯოხეთად უქცია.

ავღანელმა ბიჭუნამ პოპულარობა ხუთი წლის ასაკში მოიპოვა.  ეს მოხდა მას  შემდეგ, რაც მისმა უფროსმა ძმამ სოციალურ ქსელში დადო კუსტარულად დამზადებულ საფეხბურთო უნიფორმაში გამოწყობილი ბიჭუნას ფოტო. მურთაზას ეცვა პოლიეთილენის ზოლიანი პარკის მასალით დამზადებული  მაისური, რომელზეც მარკერით დატანილი იყო  ბიჭუნას კუმირის-„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავის-  მესის გვარი და ნომერი 10.  მაშინ სოციალურ ქსელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ლეგენდარულ ფეხბურთელზე შეყვარებული ღარიბი ბიჭუნას გულისამაჩუყებელ ფოტოს.

სამშაბათს, 2 თებერვალს ბრიტანული გამოცემა Bleacher Repor კვლავ მიუბრუნდა  მურთაზა აჰმედას ისტორიას და მკითხველებს უამბო ამ ამბის  უსიამოვნო გაგრძელების შესახებ.

სოციალურ ქსელში ფოტოს ნახვის შემდეგ  მესი შეხვდა  ბიჭუნას კატარში(დოჰაში)  ეგვიპტური  საფეხბურთო კლუბის “ალ აჰლისა“ და „ბარსელონას“  ამხანაგური მატჩის შემდეგ.

მურთაზის ძმა ამბობს, რომ  მესიმ გააუბედურა მათი ოჯახი  მას შემდეგ, რაც  ფეხბურთელმა მის უმცროს ძმას ამანათები გამოუგზავნა. ღარიბი ოჯახი ისევე, როგორც მათი მეზობლები  ფიქრობდნენ, რომ მესი მათ ფინანსურ დახმარებას გაუწევდა. მაგრამ ოჯახს ელოდა იმედგაცრუება-ამანათებში ბურთი და არგენტინის ნაკრების მაისური აღმოჩნდა.

ბიჭის მამის-არეფ აჰმადას თქმით მათი პრობლემები ამ ორი ამანათის შემდეგ დაიწყო: „ჩვენ გვეგონა, რომ მესი ისე მოიქცეოდა, როგორც რონალდო,  ჩემს შვილს მატერიალურად დაეხმარებოდა, მაგრამ მოვტყუვდით“.

შემდეგ დაიწყო მათი ოჯახის დევნა-შორიახლოს გამოჩნდნენ ადგილობრივი „ავტორიტეტები“, რომელთაც სურდათ ფულის მოპარვა ან ბიჭის გატაცება, რათა შემდეგ მოეთხოვათ გამოსასყიდი. ისინი ემუქრებოდნენ და აშინებდნენ ბიჭუნას, რომელიც იძულებული გახდა შეეწყვიტა სკოლაში სიარული და მისი საყვარელი საქმიანობა -ფეხბურთის თამაში. ბიჭუნა სახლიდან ვეღარ გამოდიოდა. მამა იძულებული გახდა მიემართა სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებისათვის თავშესაფრის მიღების თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ოჯახმა იგი ქაბულში გაგზავნა ბიძასთან, სადაც მას  არავინ იცნობდა.

მაგრამ ტერაქტების სერიის შემდეგ ისევ იძულებული გახდა დაეტოვებინა ავღანეთის დედაქალაქი.

„იქ სულ აფეთქებებია, ვერსად ითამაშებ ფეხბურთს, არც მეგობრები მყავს“-ამბობს მურთაზა.

მიუხედავად ყველაფრისა, მურთაზას ძველებურად უყვარს მესი და არაფერს ნანობს: “მე ისევ ჩავიცვამ 10 ნომრიან მაისურს, რადგან მესის  ვაღმერთებ“.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის