USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Тбилиси
როგორ აცდუნა გერმანელმა მზვერავმა ქალმა ბერლინში სსრკ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე
дата:  1279

როგორ აცდუნა გერმანელმა მზვერავმა ქალმა ბერლინში სსრკ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე, გენერალი მაქსიმ პურკაევი და რა თქვა იოსებ ბესარიონოვიჩმა, ეს რომ გაიგო.


1939 წლის აგვისტოში საელჩოს სამხედრო ატაშედ გენერალი მაქსიმ პურკაევი დაინიშნა, რომელიც, როგორც იმდროინდელი გენერლები ჟუკოვი, მოსკალენკო, კონევი და სხვები წერდნენ, უაღრესად პატიოსანი და დამსახურებული კაცი იყო, მაგრამ უცოლო (გარდაეცვალა 1930-იანი წლების დასაწყისში).

ბერლინში დანიშვნამდე იგი რამდენჯერმე შეხვდა იოსებ სტალინს და მისგან რჩევა-დარიგებები მიიღო.

როგორც ამბობენ, ადოლფ ჰიტლერთან აუდენციის დროს რაიხსფიურერი საბჭოთა გენერლით დაინტერესდა და შესაბამისად, გერმანელებმა მასზე ნადირობა დაიწყეს, გადაბირების მიზნით. რასაკვირველია, მაქსიმმა ეს იცოდა და ამიტომ ფრთხილად იყო.

მაგრამ... როგორც ნათქვამია - "ეძებეთ ქალი"!

გერმანელებმა საბჭოთა სამხედრო ატაშეს, რომელიც გრუ-ს დავალებებს ასრულებდა კოდური სახელით "მარმარილო" ("მრამორ'), "ეკონომკად" ლამაზი ქალი "შეურჩიეს", რომელმაც მისთვის 'თაფლიანი ხაფანგის' როლი შეასრულა. უცოლო გენერალს გულში ჩაუვარდა გერმანელი ლამაზმანი (გულს ვერ უბრძანებ!) და... წავიდა და რა წავიდა!!! მოკლედ, ამუშავდა "თაფლის ხაფანგი" - ასე უწოდებენ ქალის მონაწილეობას მნიშვნელოვანი ფიგური გადასაბირებლად.

რა თქმა უნდა, გერმანულ კონტრდაზვერვასაც მეტი რა უნდოდა... ერთ დილას მაქსიმ პურკაევს გადასცეს კონვერტი ინტიმური ფოტოებით და უთხრეს, თუ გერმანიის მხარეზე არ გადავიდოდა, ფოტოებს მოსკოვში გერმანიის ელჩს გრაფ შულენბურგს გადასცემდნენ, ის კი მოლოტოვს მისცემდა.

მაქსიმ პურკაევმა, როგორც იტყვიან, მთლიანად გაისიგრძეგანა შეცდომის მნიშვნელობა, ჯერ ელჩს ალექსანდრე შკვარცევს აცნობა, შემდეგ კი გადაწყვიტა თვითონვე მოეხსენებინა ყველაფერი მოსკოვისათვის, მოხსენებას თან დაურთო ფოტოებიც.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი დაუყონებლივ აცნობეს იოსებ სტალინს. სამხედრო ატაშე სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვში. მან კარგად იცოდა, რომ მსგავსი შეცდომისათვის მკაცრად სჯიდნენ, თვით დახვრეტამდეც კი.

1940 წლის 14 თებერვალი, ბერლინი-მოსკოვის მატარებელი ბელორუსიის ვაგზალზე გაჩერდა. გენერალი ვაგონიდან ჩამოვიდა თუ არა, იმავწუთს სტაცეს ხელი და... იოსებ სტალინის აგარაკზე მიიყვანეს.

როგორც თვითონ მაქსიმ პურაკევი უყვებოდა ახლო მეგობრებს, ბესარიონოვიჩმა სამხედრო ატაშე დინჯად მიიღო, სადილზე მიიპატიჟა და დიდხანს ესაუბრა. მაქსიმ პურკაევმა ყველაფერი გულახდილად უამბო. სტალინმა მოუსმინა, გაიარ-გამოიარა და უთხრა:
"გმადლობ, რომ პატიოსნად აღიარეთ შეცდომა. დაბრუნდით ბერლინში და თქვენი საქმე გააგრძელეთ. ჩვენ თქვენი გვჯერა. აბა, წარმატებებს გისურვებთ".

მაქსიმ პურკაევი ომის დროს და ომის შემდეგ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მოულოდნელად გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, 1953 წლის პირველ იანვარს.

ფოტოზე:
მაქსიმ პურკაევი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში (აუსამტში) გერმანელ თანამშრომელ ქალებთან ერთად. 1939 წელი. 

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати