USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო
Date:  914
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს - ,,მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით, სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 45 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - შემეცნებით, სახალისო და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს.
 
როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო.
სალომე დოლიძემ როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა, ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
 
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way