USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
როდის გაიცნო და შესთავაზა თუ არა გახარიამ აჩი არველაძეს თბილისის მერობაზე კენჭისყრა
Date:  497

ფეხბურთელი აჩი არველაძე და გახარიას მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას უარყოფს.

მისივე თქმით, გიორგი გახარია გურიაში ყოფნისას შემთხვევით გაიცნო. და მას სულ ორჯერ შეხვდა: ერთხელ, პარტიის პრეზენტაციზე და ერთხელაც - გურიაში, სადაც გაიცნო.

„გურიაში მოცვის პლანტაცია მაქვს და ამ პლანტაციის საკითხზე ოზურგეთის მერიაში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გახარიას ჩემი ნახვა ძალიან უნდოდა და შევხვდი,“ - ამბობს არველაძე და დასძენს, რომ გახარიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია.

„სოციალური ქსელიდან, როგორც გვჩვევია, პირდაპირ გამაქანეს ქალაქის მერად. მერი არა ვარ მე? სადაც მინდა, მივდივარ, სადაც მინდა, მოვდივარ, როცა მინდა, ვდგები, როცა მინდა, ვწვები, რასაც მინდა, ვჭამ, რასაც მინდა, ვსვამ. ჩემი მერობა არის, რომ გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო. არც მანამდე მდომებია, არც ახლა არ მინდა პოლიტიკა. როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს? ამის შემხედვარე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, როგორც ესენი ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, რატომ უნდა მინდოდეს?" - თქვა არველაძემ „მაესტროს“ ეთერში.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way