USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
როდის გაიხსნება ბათუმის ცვილის ფიგურების მუზეუმი
дата:  2799

საქართველოში მოდერნის სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა აღიარებული ბათუმის ძველ ნაწილში  მდებარე შენობა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენა იმ დროს ცნობილმა ვაჭარმა ლაზარე ბინიათოღლიმ. მოგვიანებით შენობა არქიტექტორთა კავშირს გადაეცა და ბათუმში „არქიტექტორთა სახლის“ სახელით იყო ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით დაცულ შენობაში 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა ცვილის ფიგურების მუზეუმი, რომელიც დღეს პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს.

მუზეუმში განთავსებულია აჭარის ისტორიასთან დაკავშირებული პიროვნებების ცვილის სკულპტურები. ფიგურების პირველი კოლექცია ქუთაისელმა მოქანდაკემ, გიორგი კიკნაძემ დაამზადა. გამოფენილ ფიგურებს შორისაა ლაო ჯინ ჯაოს, ალფრედ ნობელის, მედეასა და იასონის, რომაელი ჯარისკაცების, არგონავტებისა და სხვათა ცვილის ქანდაკებები. სამომავლოდ დაგეგმილი იყო სხვა ისტორიული პიროვნებების ფიგურების დამზადებაც. მუზეუმის რეაბილიტაციისთვის პროგრამის ფარგლებში აჭარის ბიუჯეტიდან 658 431 ლარი გამოიყო, ხოლო ცვილის ფიგურების დასამზადებლად 290 400 ლარი, დეკორაციული სცენების მოსაწყობად კი 219 362 ლარი დაიხარჯა.

მუზეუმმა რამოდენიმე დღე იმუშავა და გაჩერდა. უკვე 8 წელიწადია რაც დაკეტილია და მიუწვდომელია ადამიანებისათვის. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ფუჭდება მოუვლელობის გამო. ვიმედოვნებთ დადგება დღე, როცა მოხერხდება მუზუმის გახსნა და ექსპოზიცია ხელმისაწვდომი გახდება როგორც ჩამოსული ტურისტებისათვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати