USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა
дата:  746

მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი. უწყებაში აღნიშნეს, რომ დარჩენილ მსხვერპლთა ვინაობის დასადგენად გენეტიკური გამოკვლევა ტარდება.

„ამ დროისთვის ტერაქტის ადგილზე 137 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან სამი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 62 ცხედარი“, - განმარტავენ მასალაში.

მოსკოვის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 180-ს მიაღწია. ჰოსპიტალიზებულია 142 დაშავებული, მათგან 32 უკვე გაწერეს, ასევე, ცხრა მკურნალობს დღის სტაციონარში, 38 კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირის დაკითხვა მიმდინარეობს, რისთვისაც ისინი კომიტეტის ცენტრალური ოფისის შენობაში მიიყვანეს. დეპარტამენტში დასძინეს, რომ ისინი მალე მიიღებენ ზომებს დანარჩენი ტერორისტების დასაკავებლად.

ტერაქტის ადგილიდან ამოღებულია საბრძოლო საბრძოლო მასალის ოთხი კომპლექტი, ორი კალაშნიკოვის ავტომატი, 500-ზე მეტი ვაზნა და 28 მჭიდი.

დეპარტამენტმა ასევე დაამატა, რომ კროკუსში დანაღმული გვამები ან  სხვა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი არ იქნა ნაპოვნი.

 

წყარო:https://news.mail.ru/

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати