USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
რობერტა მეცოლა - ევროპელებმა ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად მეტი უნდა გავაკეთოთ
дата:  385

ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დასაშლელად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეები მუშაობენ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას ევროკავშირში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება, რადგან რუსეთი არ აჩვენებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნიშნებს, ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს, კრემლის საფრთხეებს უპასუხოს.

„ომის ამ კრიტიკულ ფაზაში უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს. რუსეთი არ აჩვენებს შენელების ნიშნებს, ის გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს და ევროპა მზად უნდა იყოს უპასუხოს კრემლისგან მომდინარე საფრთხეებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, რუსეთს სურს დაბრუნება წარსულში, სადაც არ არის დემოკრატია, თავისუფლება და სიმართლე.

”მეტი უნდა გავაკეთოთ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად,” - განაცხადა მეცოლამ და დასძინა, რომ პარტნიორებმა უკრაინას მისთვის საჭირო თავდაცვის სისტემები უნდა მიაწოდონ, რადგან ”მხოლოდ ვაჟკაცობა არ არის საკმარისი”.

შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა კიევში გუშინ ჩავიდა, სადაც ქალაქებისა და რეგიონების მეორე საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати