USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რისთვის იყენებენ ყველაზე მეტად ინტერნეტს საქართველოში
Date:  483

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2022 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი გაიზარდა.

კვლევიდან ირკვევა, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 79.8%-მა ისარგებლა. ამასთან, ბოლო 3 თვეში მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელთა 99.0%-მა გამოიყენა, სადაც ქალების მაჩვენებელი კაცებისას აღემატებოდა: ქალების შემთხვევაში ეს 99.1%, ხოლო კაცებისათვის - 98.8% იყო. ასაკობრივ ჭრილში კი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (99.8%) 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 60.3%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 70.7% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 46.1%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა და შესაბამისად - 73.6% და 62.7% შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნების რეიტინგი შემდეგნაირია:

• სოციალური ქსელების გამოყენება (95.9%);
• ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (91.2%);
• ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.4%);
• ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.3%);
• საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.3%);
• ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (41.3%);
• ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (40.1%);
• პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.7%);
• სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (14.1%).

აღსანიშნია ისიც, რომ ბოლო 12 თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 23.8%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. საქსტატის კვლევის მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობები დასახლების ტიპის მიხედვით განსხვავდება: საქალაქო დასახლებებში - 28.8%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 14.3%. რაც შეეხება სქესის მიხედვით ინტერნეტის გამოყენების განაწილებას, მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 26.3%-ს, კაცებისათვის კი 21.0%-ს შეადგენს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 37.7%, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 22%, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 8%-ია.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way