USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
რიკოთის მაგისტრალზე ფერდობის გამაგრება ₾62 მლნ დაჯდება - პროექტს ქართული კომპანია შეასრულებს
Date:  

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

წყარო:https://bm.ge/

რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე არსებული სარისკო ფერდობის გამაგრებისთვის 2023 წლის ნოემბერში 64-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და აღნიშნულ სამუშაოებს 62 მილიონ ლარად ქართული სამშენებლო საინჟინრო კომპანია "ცეკური" შეასრულებს.

სარისკო ფერდობი თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალის 149-ე კილომეტრზე მდებარეობს. მასზე პირველად მეწყერი 2022 წლის ივნისში შენიშნეს, გამოც სახელმწიფომ გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა. ფერდობზე შემდგომი მოძრაობების არარსებობის გამო, გზაზე შეზღუდვები გასულ წელს მოიხსნა, ხოლო პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ხევის სტაბილიზაციის პროექტის მომზადება, შესაბამისი შესყიდვა კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა.

ტენდერში ორმა კომპანიამ - "ცეკურმა" და "ენერგონმა" მიიღეს მონაწილეობა, თუმცა გზების დეპარტამენტმა "ენერგონს" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა, შესაბამისად ტენდერში გამარჯვებულად "ცეკური" დასახელდა. "ენერგონი" სახელმწიფოს ამ ფერდობის გამაგრებას 58.8 მილიონ ლარად სთავაზობდა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way