USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
''რიგის პური'' - სამეგობრო თავშეყრის ახალი ადგილი თბილისში ''ლისი მერეს'' დამფუძნებლებისგან
дата:  2185

წყარო:https://www.entrepreneur.com/

რამდენიმე წლის წინ, ქალაქის ქაოსური ცხოვრებიდან მოშორებით, ძმებმა - გორდა და თაზო ნამიჭეიშვილმა, ლისის ტბის სიახლოვეს ივენთ ჰოლი "ლისი მერე" შექმნეს, რომელმაც მომხმარებლებს მასშტაბური და დასამახსოვრებელი ღონისძიებების ჩატარების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა.

"ლისი მერეს" შემდეგ, გორდა და თაზო ნამიჭეიშვილებმა, ადამიანებისთვის, ვისაც ქალაქიდან მოშორებით, სამეგობრო თუ საახლობლო წრეში სურს დროის სასიამოვნოდ გატარება, ახალი რესტორანი შექმნეს. "რიგის პური" - ასე ჰქვია თავშეყრის ადგილს, რომელიც ძველი თბილისის ტრადიციებს თანამედროვე კონცეფციით წარმოადგენს. მკითხველის უმეტესობას, ალბათ, კარგად ახსოვს ძველ თბილისში გამართული დიდი ნადიმები, სადაც რიგის პური იმართებოდა და ამხანაგ-ნაცნობები ერთმანეთს რიგ-რიგად უმასპინძლებოდნენ ხოლმე (იოსებ გრიშაშვილი - "ქალაქური ლექსიკონი"). "რიგის პურის" რესტორნის მთავარი ღირებულებაც შინაურულ გარემოში ადამიანურ ურთიერთობებს ეფუძნება, რის განწყობასაც ქმნის რესტორნის ინტერიერი - ვინტაჟური, ტრადიციული ქართული და თანამედროვე სტილის ელემენტებით.

როგორ გაჩნდა ტრადიციული თავშეყრის ადგილის გაცოცხლების იდეა, რა გარემოს სთავაზობს ის მომხმარებლებს და რა ემოციებთან ასოცირდება "რიგის პურის" გარემო? - ამ კითხვებზე Entrepreneur-ს "ლისი მერესა" და "რიგის პურის" სულისჩამდგმელები, გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები პასუხობენ:

"რიგის პურამდე" იყო "ლისი მერე" - ადგილი, სადაც, დიდი მასშტაბის მქონე ღონისძიებებს მასპინძლობთ. როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ ივენთ ჰოლი? რა ღირებულებაზეა დაფუძნებული აღნიშნული სივრცე?

თაზო: გვსურდა, შეგვექმნა სივრცე, სადაც თითოეული სტუმარი მოხვდებოდა განსხვავებულ გარემოში, მიიღებდა კარგ მომსახურებას, კარგად გაერთობოდა და მყუდრო გარემოში მიიღებდა უმაღლეს სერვისს. ჩვენი მთავარი შედეგი კი იქნებოდა კმაყოფილი მომხმარებელი, რომელსაც ჩვენი ძალისხმევით გავულამაზებდით ღონისძიებას. ასე გაჩნდა "ლისი მერეს" იდეა. მას შემდეგ ვცდილობთ, თითოეულ ღონისძიებას ახალი გარემო დავახვედროთ - ახალი ინვენტარითა და დეკორაციებით. კარგად გვესმის, რომ თითოეულ ვიზიტორს განსხვავებული გემოვნება და საჭიროებები აქვს, აქედან გამომდინარე, ყველა ღონისძიება მათზე მორგებული, განსაკუთრებული და ექსკლუზიურია. მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ თანამედროვე, ტრენდულ ელემენტებს - ეს შეეხება სამზარეულოსა თუ ივენთ ჰოლის გარემოს. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ღონისძიების თითოეული დეტალი იყოს ემოციებთან დაკავშირებული - ამას, ალბათ, მომხმარებლებლიც გრძნობენ. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ახალი მომხმარებლები ჩვენთან ერთგული მომხმარებლების რჩევით მოდიან.

 

ინსპირაციას გვაძლევენ მადლიერი და კმაყოფილი მომხმარებლები, ასევე ისსტუმრები, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს და მზად არიან დასამახსოვრებელი ღონისძიების ჩასატარებლად.

ძველი თბილისის ემოციებითა და განწყობით გახსენით ახალი რესტორანი "რიგის პური", რომლითაც ძველი ტრადიციები გააცოცხლეთ. რა გარემოს სთავაზობთ მომხმარებელს და რატომ სახელი "რიგის პური"?

გორდა: "ლისი მერეში" ხშირად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე მოწვეულნი, თუმცა ჩვენს სივრცეში სურდათ დროის გატარება. სწორედ ამ მოთხოვნამ მოგვცა ინპირაცია, გაგვეხსნა ახალი რესტორანი, რომელიც სამეგობრო და საახლობლო თავშეყრის განსაკუთრებულ ადგილად იქცეოდა.

სივრცე დაყოფილია ოთხ ნაწილად - დარბაზი, ტერასა ლისის ხედით, გარე კაფე ეზოში და იზოლირებული ოთახები, რომელსაც საკუთარი პატარა ეზოები აქვს. სივრცეში გამოყენებული გვაქვს საინტერესო დეკორაციები: ძველი ქარხანა-ფაბრიკებიდან წამოღებული ძველებური ჭაღები, განათებები, უძველესი ნივთები და სხვა.

 

"რიგის პური" ნიშნავს სამეგობრო ლხინსა და თავშეყრას და სწორედ ამ ემოციის გადმოტანა გვსურდა ინტერიერშიც. მე და ჩემი ძმის მსგავსად, უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, სასიამოვნოდ გაატაროს დრო მეგობრებთან ერთად და ამ შესაძლებლობის გამოყენება მათ თბილისიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე შეუძლიათ. დამატებით, მომხმარებლებისთვის ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად, ვაწყობთ კულტურულ-ქალაქურ საღამოებს და ვთავაზობთ გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას.

"რიგის პური" თავისი არსით ისტორიულ-კულტურული კონცეფციაა, რაც, შესაძლოა, საინტერესო იყოს არამხოლოდ ადგილობრივი ვიზიტორებისთვის, არამედ - ტურისტებისთვისაც. არიან თუ არა თქვენს მომხმარებლებში ტურისტებიც და რა აღაფრთოვანებთ მათ თქვენს სივრცეში?

თაზო: პანდემიის პერიოდში შემცირებული იყო ტურისტების ნაკადი, თუმცა ეტაპობრივად გვსტუმრობენ ხოლმე საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორებიც. ის ფაქტი, რომ "რიგის პური" ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებული სივრცეა, ძალიან თბილ და შინაურულ გარემოს ქმნის მომხმარებლებისთვის, რასაც აფასებენ როგორც ტურისტები, ისე - ადგილობრივი სტუმრებიც.

როგორც უკვე ახსენეთ, სერვისი და მომსახურება თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორ არჩევთ გუნდის წევრებს? რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?

გორდა: გუნდის თითოეულ წევრში ვეძებთ ადამიანს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისთვის ღონისძიება გრანდიოზულად ჩატარდეს. დიდ ყურადღებას ვაქცევთ გუნდურობის შეგრძნებასა და იმას, რომ თანამშრომლები ზრუნავდნენ იდეალური საღამოს ორგანიზებაზე.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და გეგმები? რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

გორდა: ჩვენი გუნდის ძალისხმევით, ბაზარზე შემოვა ახალი ბრენდი - "ლისი მერე ვილა" - საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ივენთ ჰოლის მიმდებარედ აშენებდა გაიმეორებს "ლისი მერეს" მყუდრო და განსაკუთრებულ ინტერიერს. ამ ეტაპისთვის მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია და მომხმარებელს შევთავაზებთ პატარა ვილებს, რომლის მთავარი ღირებულება ექსკლუზიურობა და განსაკუთრებული გარემო იქნება. სივრცეს ექნება საკუთარი ეზო და ყურადღება მიექცევა დეტალებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქმნის საოჯახო და მყუდრო გარემოს.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати