USD 2.6223
EUR 3.0264
RUB 3.2281
თბილისი
რევაზ ვაშაკიძე, „ჩირინას“ დამფუძნებელი - ქათმის ნაკელი არის ლეტალური ცხოველებისთვის
თარიღი:  771

ქათმის ნაკელი არის ლეტალური ცხოველებისთვის - მე რომ მკითხოთ, კიდევ კარგად გადარჩნენ!, - ამის შესახებ „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, „ყვარლის ბაგის“ მიერ არასწორად ხდებოდა ქათმის ნაკელის დამუშავება.

“საერთოდ [ცხოველს] ქათმის ნაკელი აჭამო, ეს არის ლეტალური ცხოველებისთვის. ის მეთოდი, რომლითაც ისინი მას იყენებდნენ, შეცდომა იყო. იმიტომ, რომ საჭიროა ავტოკლავირება ნაკელის, როდესაც საკვებად იყენებ. ისინი უბრალოდ რამდენიმე დღეს ტოვებდნენ, ვითომ [ნაკელი] თვითონ დაიწვებოდა.

არასწორად ხდებოდა [ქათმის ნაკელის] დამუშავება. ქათმის ნაკელი არის ლეტალური ცხოველებისთვის. მე რომ მკითხოთ, კიდევ კარგად გადარჩნენ!

ლაბორატორიაში, როდესაც გამოიკვლიეს, არც იქ არ იყო აღმოჩენილი ნაკელში "ტეტრაციკლინი". ასე რომ, გაუგებარია საერთოდ რას იხილავენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საქმის კურსში არიან და ცდილობენ საქმის უფრო დეტალებში გაერკვენ”, - განაცხადა „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, 14:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც „ყვარლის ბაგა“ მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და "ყვარლის ბაგა" თავად იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა.

გასული წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ გამარჯვებულად ცნო და 4.7 მილიონი ლარის გადახდა „ჩირინას“ დააკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის