USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
дата:  747

„ყველა სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი - მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისთვის დამატებითი სართულების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, აღნიშნული მშენებლობისთვის ხდება კოეფიციენტის მატება და ამის სანაცვლოდ, სამშენებლო კომპანიას დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას აღნიშნული მშენებლობით ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის შექმნასთან დაკავშირებით, რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სატრანსპორტო რეფორმის ამოსავალი წერტილი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული ქალაქის შექმნაა.

„ჩვენთვის არ არის სიახლე, როდესაც ოპოზიცია ყოველი ახალი პროექტის დამტკიცების დროს მსგავსი ბრალდებებით გამოდის. იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მათთან საერთოდ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქს სატრანსპორტო თვალსაზრისით რაიმე ზიანს მოუტანს. მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს. ამას გარდა, კოეფიციენტის მატებისთვის სამშენებლო კომპანია დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონ ლარს გადაიხდის, რაც ასევე ქალაქისთვის ძალიან კარგია“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის განხორციელებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს 40 ჰექტარზე მეტი რეკრეაციული სივრცე შეემატება. მისივე თქმით, სამშენებლოდ ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი განვითარდება. რევაზ სოხაძის აზრით, პროექტი, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ძალიან საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати