USD 2.7415
EUR 3.0686
RUB 3.3973
Тбилиси
რევაზ სოხაძე -კონტრაქტორს პრობლემების მოსაგვარებლად ვადა მიეცა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ
дата:  109

„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს  პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი,“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვადებთან დაკავშირებით, დღეიდან შემუშავდება კონკრეტული გრაფიკი, რომლის შესახებაც მოსახლეობას დამატებით ეცნობება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგურები და ახალი წყლის რეზერვუარები. პროექტი ასევე მოიცავს წყალარინების ქსელისა და კოლექტორის სამშენებლო სამუშაოებს.

2024 წლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებაზე ეტაპობრივი გადართვა.

სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 3 სოფლის მაცხოვრებლები 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების სისტემით, ხოლო ქალაქი მარნეული, დამატებით, წყალარინების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.

ასევე, შენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. Solutions Pvt. Ltd (Leader of the JV) and IN-SI LLC (JV partner).

პროექტს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში, 25 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს წყამომრაგება-წყალარინების გაუმჯობესებული მომსახურებით.

Тбилиси
თბილისის მერია - ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати