USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რევაზ სოხაძე - ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პირველი ეტაპი ხორციელდება
თარიღი:  850

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სრულიად გასაგებია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გარკვეული განცხადებების კეთება უწევთ, თუმცა პროფესიული კუთხით ეს არც მისაღები და არც სწორი არ არის.

საკრებულოს წევრის თქმით, თბილისში მშენებლობის დასაწყებად რამდენიმესაფეხურიანი სანებართვო სისტემა არსებობს, რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე ნებისმიერმა პროექტმა უნდა გაიაროს.

„თბილისში ძნელად თუ მოიძებნება მშენებლობა, რომელსაც ესა თუ ის მხარე, ჯგუფი თუ ადამიანი არ აკრიტიკებს. ჩვენს დედაქალაქში მშენებლობის ნებართვის მისაღებად რამდენიმესაფეხურიანი სისტემა არსებობს. ნებისმიერმა პროექტმა საბოლოო სახის მიღებამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.

ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ახლა პირველი ეტაპი ხორციელდება, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ-ის) დავალებას გულისხმობს. სწორედ ამ დავალების ფარგლებში განხორციელდება ყველა ის საჭირო კვლევა, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაში, რომელიც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, ჩამოთვლილია კვლევები, რომლებიც უნდა ჩატარდეს. გრგ-ის დავალებაც სწორედ ამას გულისხმობს.

„დამკვეთი იღებს დავალებას, თუ რა კვლევები უნდა აწარმოოს და პროექტი მხოლოდ ამის შემდეგ, ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, უნდა წარმოადგინოს.

მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებაში, იმისათვის, რომ ნებისმიერი რისკისგან დაზღვეული ვიყოთ, ჩამოთვლილია ყველა ის კვლევა, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ. დღეს გრგ-ის დავალების ეტაპზე, ნებისმიერი მსჯელობა არქიტექტურულ იერსახეზე თუ სხვა რამეზე არის არარელევანტური, რადგან ეს არის კონცეფცია, გარკვეული მონახაზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის ზუსტი პროექტი“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გრგ-ის დავალების შესრულების შემდეგ გაეცემა.

„ამ პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა დედაქალაქის სხვადასხვა წრეებში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პროექტს გავლილი აქვს ისტორიული საბჭო. იყო სხვადასხვა ვარიანტები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება, საბოლოო ჯამში შეჯერება მაღლივ განაშენიანებაზე მოხდა, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს კონცეფცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არის ოპტიმალური და მისაღები“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის