USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Tbilisi
რევაზ სოხაძე - მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, არის გამოწვევებიც
Date:  1096

,,მესტიის მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, არის გამოწვევებიც, რომელზეც  შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მნიშნელოვანია,  მესტიის ისტორიული ზონის რეაბილიტაცია და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც აუცილებელია ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის და მეორე მხრივ, ტურიზმის განვითარებისათვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდი-მესტიის გზის რეაბილიტაციისთვის, თუმცა არის გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც ათწლეულებია არსებობს, შევეცდებით, რომ სწორი საინჟინრო გადაწყვეტები მოვნახოთ მათ გადასაჭრელად”-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.  

რევაზ სოხაძე, ზემო სვანეთში  ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შედეგებსა და გამოწვევებს, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. იგეგმება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ხიდებისა და საყრდენი კედლების შეკეთება, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. პროექტის ღირებულება 43.6 მლნ ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა მდინარე ნენსკრას ხეობაში მდებარე ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის  მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.  იგეგმება ცემენტ-ბეტონის საფარის, ქვედა საყრდენი კედლების და ახალი სახიდე გადასასვლელის აშენება მდინარე ნენსკრაზე.

მიმდინარეობს ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა. მოეწყობა ასფალტის საფარი, რკინა-ბეტონის კედლები და ზღუდარები. პროექტის ღირებულება 670 ათას ლარამდეა. მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და ურბანული პროექტებიც მოინახულა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ზოგიერთ საბავშვო ბაღში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად,  სამინისტრო საქმის სრული ანალიზის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს პრობლემის გადასაჭრელად.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way