USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
რევაზ სოხაძე - ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი რეალურ ფასად
თარიღი:  468

,,მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან და კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში.  ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას, რაც ქვეყნის განვითარების საფუძველია.  ქვეყანაში ძალიან ბევრი  პროექტი ხორციელდება და გავქვს გარკვეული პრობლემები  შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ სწორი სისტემა თუ როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის''-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინსიტრმა, რევაზ სოხაძემ საავტორო რუბრიკაში “ბიზნეს ინსაიდერი საქართველო” ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგულარულად ტარდება შეხვედრები, სადაც მხარეები აზრებსა და პრობლემურ საკითხებს ცვლიან. მათ შორის გამოყო ბოლო შეხვედრა, სადაც  პრემიერ-მინისტრთან და სამინისტროს გუნდთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად  ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, რის გამოც აუცილებელია გადასვლა ახალ სტანდარტებსა და მიდგომებზე.

,,გვინდა ჩამოვაყალიბოთ კომუნიკაციის  სწორი სისტემა  სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის  და ერთ-ერთი ამ მიმართულებით არის ე.წ. თეთრი სია, რომელის პრინციპის გადახედვაზე  მიღებულია გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შევისწავლეთ თუ რა პროექტებს ვმართავთ და რა მდგომარეობაა  ამ მიმართულებით. გვაქვს  ცუდი მაგალითები იმისა , როდესაც ავანსი არის გაცემული საკამოდ დიდი ოდენობით და ვალდებულებები არ არის შესრულებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ქვეყანა  მსგავსი რისკებისგან,  რათა სახელმწიფომ რეალურ ფასად მიიღოს შესაბამისი პროდუქტი“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამშენებლო ნორმების მოსაწესრიგებლად უკვე გადადგმულია რეალური ნაბიჯები, სამუშაოებში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და უახლოეს პერიოდში  ქვეყანას ექნება ახალი ევროკოდები და ის ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელებენ  მშენებლობის დროს.

,,ნამდვილად არ არის სწორი, როდესაც დღეს, პროექტების განხორციელების დროს 1982-83 წლებში მიღებული ნორმებით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, კომუნიკაცია ბიზნესთან იქნება ძალიან აქტიური. ჩემი, როგორც მინისტრის და  ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის სახელმწიფო ინტერესის დაცვა. ბევრი ხარვეზია, მათ შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან დაშვებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფომ მიიღოს ის ხარისხი რა ხარისხიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.  მოვუწოდებ კომპანიებსაც, რომ მათაც ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ,  სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა უბრალოდ ვერ შედგება’’ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის