USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
რევაზ სოხაძე - აბასთუმანის განვითარებისთვის გასაკეთებელი საქმის მხოლოდ ნაწილია შესრულებული და ვგეგმავთ სამომავლოდ სამუშაოებს
Date:  99

"აბასთუმანის განვითარებისთვის გასაკეთებელი საქმის მხოლოდ ნაწილია  შესრულებული და ვგეგმავთ სამომავლოდ შესასრულებელ სამუშაოებს.  რამდენიმე კვირაში ზუსტად ჩამოვაყალიბებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს პერიოდში და უკვე დავიწყებთ აქტიურ მუშაობას,"- ამის შესახებ ინფრასტრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმნის ინფრასტრუქტუტული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში რევაზ სოხაძე დაბა აბასთუმანის განვითარებისათვის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის თქმით, აბასთუმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კურორტია, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია რომ მისი ინფრასტრუქტურა შესაბამისად განვითარდეს.

უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.

თანამედროვე ტიპის კურორტის განვითარებისთვის აბასთუმანში სხვადასხვა დანიშნულების არაერთი  პროექტი მიმდინარეობს.

დაბის შესასვლელში შენდება ავტოსადგური და ელექტრო დამტენებისთვის გათვლილი ღია ავტოსადგომი. ასევე, გრძელდება რეკრეაციული ტყე-პარკის სახანძრო უსაფრთხოებისთვის წყალსაცავისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და ისტორიულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც ითვალისწინებს ფასადის პირვანდელი იერსახით აღდგენას.

535481929_1171088618377459_2174992219678108777_n

დაწყებულია პარკთან არსებული მოზაიკის კედლის რესტავრაცია და იწყება ასათიანის ქუჩის 400 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში  დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული  სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა  კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

2024 წელს განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და ელექტრო-საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი.

გასულ წელს, აბასთუმნის ობსერვატორიაში დამონტაჟდა ახალი გუმბათი და ტელესკოპი. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა სპეციალურად აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადეს.

აბასთუმანში აშენდა 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღიც.  

წყარო: https://moi.gov.ge/

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way