USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
რესპუბლიკური პარტია ენმ-სთან ერთად საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა
თარიღი:  1084

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი “გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშია” შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან: ენმ, რესპუბლიკური პარტია, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, მოძრაობა “ჩვენ თვითონ” და პარტია “პროგრესი და თავისუფლება”.

ბლოკის შემაგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო პროპორციული სიით წარსდგებიან.

როგორც დღეს, 15 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია არა თუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი, მათ შორის, ინტელექტუალური, შეემატა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განმარტებით, ენმ-სთან ერთ ბლოკში იმიტომ გაერთიანდნენ, რომ ენმ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც “ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად აწუხებს”. მისი თქმით, ამ გაერთიანებით, დღეს კოალიციური მთავრობისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

“პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც ზიზღი და არც კომპლექსები, არც სიყვარული არაა პოლიტიკა. პოლიტიკა არის პრინციპები და ღირებულებები და საერთო ინტერესები იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. “რესპუბლიკელებმა” გადავწყვიტეთ და დაემთხვა ჩვენი ინტერესები, ერთიანად გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში ენმ-სთან — “ძალა ერთობაშია”.

იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებასა და მოსპობაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები. იმიტომ, რომ ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გავერთიანდით იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მანდატის ფარგლებში იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა”, — განაცხადა სამნიძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის