USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
რესპუბლიკელი სენატორის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
дата:  1041

საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის წერილით ამერიკელი კონგრესმენი მარკვეინ მალენი პრემიერ მინისტრ გახარიას მიმართავს.

 წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი შეშფოთებულია დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გამო და "ფეისბუქის" მიერ რამდენიმე ასეული ანგარიშის დაბლოკვას იხსენებს, რომლის კვალიც პირდაპირ ქართულ ოცნებასთან მიდიოდა.
მარკვეინ მალენი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ და ღიად საუბრობენ სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების გატარებაზე. წერილის ბოლოს კონგრესმენი აღნიშნავს, რომ პირადად მან უკვე მოამზადა სანქციების პაკეტი პაიოსანი ბიზნესის პრაქტიკის შესახებ, რომლის მიზანიც საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა .

"უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროების მიზნის თავდასხმებს დაექვემდებარა. როგორც წარმომადგენლობითამ პალატამ, ისე სენატმა მიიღო დაპრეზიდენტმა დაამტკიცე ზედიზედ ორი, საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატუილი ღირებულებების, თავუსუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ წაალისებას ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებიზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და დიდი სიფრთხილით განიხილებოდა"- ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати