USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
რეპრესირებულთა ისტორიები - სამსონ დადიანი (1886-1937)
თარიღი:  1086
სამსონ პლატონის ძე დადიანი დაიბადა 1886 წლის 23 დეკემბერს ზუგდიდის მაზრაში.
დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია.
უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. პროფესიით - იურისტი.
1908 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. ორგანიზაციული საქმიანობის გარდა, აქვეყნებდა სტატიებს ქართულ პერიოდულ გამოცემებში „ს. დადიას“, „ს. და-ნის“, „ს. დ-ნის“, „ს. დ-ის“, „და-ნის“ და „შან-დიანი“-ს ფსევდონიმებით.
1917 წლიდან - საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წელს გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
სამსონ დადიანმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
1919 წელს არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით; იყო შრომისა და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სამსონ დადიანი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული.
დამფუძნებელი კრების დეპუტატებთან - ოსიკო ბარათაშვილსა და კირილე ნინიძესთან - ერთად 1924 წლის მარტში იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო პირთა ჯგუფს და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის; საბჭოთა რეჟიმი მათ ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და საეკლესიო განძეულობის გადამალვაში სდებდა ბრალს.
სამსონ დადიანი სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად გაასამართლეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებითაც; სასამართლომ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო იგი გაათავისუფლა.
დიდი საბჭოთა ტერორის დროს ის დააპატიმრეს სოციალისტ-ფედერალისტთა კონტრრევოლუციური იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.
1937 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) სამსონ დადიანს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
განაჩენი აღასრულეს 11 დეკემბრის ღამეს.
წყარო: firstrepublic.ge; nplg.gov.ge
წარმოდგენილი დოკუმენტი დაცულია საქართველოს შსს არქივში.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის