USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და სხვა სტატუსი არ მიიღება
дата:  579

ველით, რომ სომხეთი, უპირველეს ყოვლისა, შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაწყებული ზანგეზურის დერეფნის გახსნით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

„როგორც საყოველთაოდ აღიარებულია, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და სხვა სტატუსი არ მიიღება. ჩვენ ვიცავთ დევიზს : „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ და მხარს ვუჭერთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати