USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? ის თავს დაესხმება ღაზას, მის მიდამოებს და ჩაიდენს ხოცვა-ჟლეტას
Date:  522

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის თაობაზე ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა პალესტინელი ხალხის ადამიანურ უფლებებს ეწინააღმდეგება.

ერდოღანი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის გაგზავნას.

„რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს? ის თავს დაესხმება ღაზას, მის მიდამოებს და ჩაიდენს ხოცვა-ჟლეტას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის განაგრძობს ძალისხმევას ომის დასასრულებლად.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way