USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს
Date:  748

კრიზისი რეგიონში, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო, უნდა დასრულდეს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის თქმით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების გათავისუფლება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას გზას გაუხსნის.

„აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს. აზერბაიჯანი 30 წელი ელოდებოდა ამ პრობლემის გადაჭრას და ახლა დამოუკიდებლად აკეთებს ამას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ძმური აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერას.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

https://www.aa.com.tr/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way