USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აზერბაიჯანისადმი ჩვენი მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს
თარიღი:  722

თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონის ყველა საკითხში თავისი დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური ძალით და ეს განხილვის საგანი აღარ არის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთს უკვე შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ყველგან, გაეროდან დაწყებული „დიდი ოცეულით“ დამთავრებული.

”ამ პოზიციის შედეგები ჩანს ყველგან, სირიიდან ლიბიამდე, ხმელთაშუა ზღვიდან კავკასიამდე. ლიბიისა და აზერბაიჯანისადმი ჩვენი მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს,“- აღნიშნა ერდოღანმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის