თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონის ყველა საკითხში თავისი დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური ძალით და ეს განხილვის საგანი აღარ არის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთს უკვე შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ყველგან, გაეროდან დაწყებული „დიდი ოცეულით“ დამთავრებული.
”ამ პოზიციის შედეგები ჩანს ყველგან, სირიიდან ლიბიამდე, ხმელთაშუა ზღვიდან კავკასიამდე. ლიბიისა და აზერბაიჯანისადმი ჩვენი მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს,“- აღნიშნა ერდოღანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.