USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
რეჯეფ ერდოღანი - ჩვენ ვსაუბრობთ ექვსმხრი პლატფორმაზე, როგორც იცით, ის რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოსა და ირანს მოიცავს
дата:  667

თურქეთს სურს, თავისი გეოგრაფიული სამეზობლოს კავშირები ღრმა თანამშრომლობაზე მიმართოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ იყოს გაშვებული ხელიდან განზრახვების, გამონათქვამებისა და საქმიანობის გამო, რომლებიც რეალობას არ ემყარება. მთავარი პირობაა, რომ ყველამ, ვისაც სურს ისარგებლოს ახალი რეალობით, უარი უნდა თქვას თქვას სიძულვილისა და წაქეზების პოლიტიკაზე, მიზნად დაისახოს მშვიდობისა და თანამშრომლობის დამყარება. ასეთი გარემოს ფორმირებისას, ჩვენ როგორც კი ამის საშუალება გვაქვს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს იმედისმომცემი პროცესი ძალიან ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ყოვლისმომცველი და შორსმჭვრეტელი სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდება", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯების წყალობით რეგიონი მსოფლიოს რეგიონად გადაიქცევა.

"ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა კეთილი განზრახვით გაწოდებული სოლიდარობის ხელი მიიღოს, სწორად გამოიყენოს საერთო მომავლის ერთობლივად ფორმირების შესაძლებლობა. ჩვენ ვსაუბრობთ ექვსმხრი პლატფორმაზე, როგორც იცით, ის რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოსა და ირანს მოიცავს. ამ ექვსმხრივი პლატფორმის დახმარებით ჩვენ რეგიონში სიმშვიდე და მშვიდობა გვინდა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად მე და ჩემი ძმა ნებისმიერი თავდადებისთვის მზად ვართ", - განაცხადა ერდოღანმა.

 
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати