USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
რედუტ კალე (ყულევი) - ნავსადგური დასავლეთ საქართველოში
дата:  1755

რედუტ კალე - ნავსადგური დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე XIX საუკუნის I ნახევარში. მდებარეობდა მდინარე ხობისწყლის შესართავში, ახლანდელი სოფელ ყულევის ადგილზე.

ყულევი მდინარე ხობის შესართავთან მდებარეობს ზღვის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. აქვე მდინარე ხობს მდინარე ცივი უერთდება. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 18 კმ-ით. 1998 წელს ყულევში ცხოვრობდა 45 გვარის 104 კომლი. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ყულევში ცხოვრობდა 359 სული, მათი 98% ქართველია.

სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა.

სოფლის ირგვლივ ჭაობიანი კოლხური ტყეებია. მოსახლეობა მისდევს მემარცვლეობას, მესაქონლეობას, ხალხი უხსოვარი დროიდან მისდევს მეთევზეობასა და ნადირობას.

გავრცელებული გვარებია: კაკულია, ფიფია, შონია, სიჭინავა, შამათავა, კვინჩია, წულაია...

საეკლესიო საბუთების მიხედვით ყულევს შუა საუკუნეებში კემხელი ერქვა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მოქმედებდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

მე-19 საუკუნის დამდეგს, როდესაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ადგილობრივი მცხოვრებნი მას კულეს ეძახდნენ. 1804 წელს ყირიმიდან ჩამოვიდა კაზაკთა პოლკი, რომლებმაც მდინარის მარცხენა ნაპირზე შექმნეს სიმაგრე „რედუტი“ და როგორც სპასკი-ავტონიმოვი 1847 წელს განმარტავს, სწორედ რედუტმა და თავად ჯაიანების ძველმა კოშკმა (კულემ თუ კალემ) მისცეს სახელი დღევანდელ რედუტკალესო. სწორედ XIX საუკუნეში ეწოდა დასახლებას რედუტ-კალე.

რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი.

რუსეთის იმპერიას დამკვიდრებისათვის ნავსადგური სჭირდებოდა, XIX საუკუნის დამდეგს ფოთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი. რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლიტომ, რომელმაც დაათვალიერა საქართველოს საზღვაო სანაპირო, ყველაზე ხელსაყრელ ადგილად მდინარე ხობის შესართავი მიიჩნია. ყულევის მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც გამოყენებულ იქნა ევროპასა და აზიას შორის ძველთაგანვე ცნობილი სატრანზიტო გზა, რომელიც თავისი სამდინარო და სახმელეთო სისტემით კასპიის ზღვას შავ ზღვასთან აკავშირებდა. ეს იყო ძველთაგანვე ცნობილი „დიდი აბრეშუმის გზის“ ნაწილი. ამიერკავკასიის ტრანზიტს ასეთი მარშრუტი ქონდა: უცხოელ ვაჭრებს გემით საქონელი შემოჰქონდათ ოდესაში, აქედან კი ყულევში, საიდანაც მდინარე ხობის შენაკადების, ცივისა ყორათის საშუალებით საბაჟოდან (ჭალადიდი) რიონამდე გაყვანილი 600 მეტრის სიგრძის არხით საქონელი რიონით მარნამდის, ხოლო ამ უკანასკნელიდან სახმელეთო გზით იგზავნებოდა თბილისში, შემდეგ კი ტვირთი ჩადიოდა კასპიის ზღვამდე. ყულევი ამიერკავკასიაში მთავარი სავაჭრო და სატრანზიტო პუნქტი გახდა. აქ ძირითად ინგლისის, საბერძნეთის, თურქეთისა და რუსეთის გემები მოდიოდნენ.

თუ 1823 წელს ყულევში 86 დიდი საზღვაო გემი შემოვიდა, მომდევნო წლებში გემების რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ადგილობრივ ვაჭრებთან ერთად აქ უცხოელებიც საქმიანობდნენ, მაგალითად, ფრანგი კასტელი და ინგლისელი მარი. 1840 წელს ყულევს ქალაქის სახელი მიენიჭა. 1852 წელს აქ გახსნილა სამელიორაციო სამაზრო-სახაზინო სასწავლებელი, სადაც ჩვეულებრივ საგნებთან ერთად, მაშინდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე ასწავლიდნენ ბუღალტერიას, სავაჭრო საქმის თეორიას, თურქულ და ახალბერძნულ ენებს. რუსი მეცნიერისა და მოგზაურის ნ. დუნკელ-ველინგის მიხედვით, აქ 1847 წელს მ. ვორონცოვის დავალებით შეიქმნა ყულევის რეიდის გეგმა და ლონდონში გაიგზავნა ნავსადგურის სრული პროექტის შესადგენად.

1849 წელს ინგლისში ინჟინერმა ჯონ რენიმ შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვით ნავსადგურის მშენებლობა 5-7 მლნ. მანეთი ჯდებოდა. ასეთი დიდი თანხის გამო ეს პროექტი არ განხორციელებულა. მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან საფუძველი ეყრება ფოთის ნავსადგურის მშენებლობას. ამის შემდეგ ყულევმა თანდათან დაკარგა ძველი მნიშვნელობა, მას დიდი ზიანი მიაყენა ყირიმის ომმაც, თურქებმა იგი მთლიანად გადაწვეს და ააოხრეს, ხოლო 1872 წლიდან, როდესაც ფოთი-თბილისის რკინიგზა იქნა გაყვანილი, გაუქმდა სამდინარო არხი, ხოლო ყულევის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფოთში გადავიდა საცხოვრებლად. ყულევმა ადგილობრივი ნავსადგურის სახე მიიღო. ყულევმა ქალაქის სახელი მე-20 საუკუნის დამდეგამდე შეინარჩუნა.

საინტერესოა, რომ ყულევში 1833 წელს ლევან დადიანის ბრძანებით აშენდა პირველი საოკეანო ხომალდი სახელწოდებით ,,ხოპის ღვთისმშობელი’’, რომლის ტვირთმზიდაობა 360 ტონაზე მეტი იყო.

2003 წელს ყულევში საზღვაო ტერმინალი აშენდა, რომელსაც წელიწადში 10 მლნ. ტონა ნავთობპროდუქტის გადატვირთვის შესაძლებლობა აქვს. ამჟამად ტერმინალში დასაქმებულია 520 ადამიანი, რომელთაგან 90% ადგილობრივია, დანარჩენი კი უცხოელი.

 

общество
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати