USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
Მრავალშვილიანი მამის, დიმიტრი მაჭავარიანის მამობის 10 გაკვეთილი
Date:  365

დიმიტრი მაჭავარიანი : ,, მამობის 10 გაკვეთილი, რომელიც ჩემმა შვილებმა მასწავლეს"

დიმიტრის და ეკას ახლახანს ტყუპები შეეძინათ და უკვე 6 შვილის მშობლები გახდნენ.

დიმიტრი, რომელიც პროფესიით იურისტია და ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს , სოციალურ ქსელში მშობლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან რჩევებს აქვეყნებს: მეგობრებო, ეშხში შევედი ამ თემებზე ფიქრით და გადავწყვიტე, გავაგრძელო!

მამობის 10 გაკვეთილი, რომელიც ჩემმა შვილებმა მასწავლეს.

მეგონა, რომ მე უნდა მესწავლებინა ყველაფერი ჩემი შვილებისთვის.

მაგრამ, რეალურად, მათ უფრო მეტი მასწავლეს, ვიდრე მე მათ – ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში!

აი, 10 გაკვეთილი, რომელიც  ერთად ვისწავლეთ:

 ყველაზე ღირებული ინვესტიცია ის დროა, რომელსაც შვილებთან ერთად ატარებ.

სიყვარული არ იყოფა – ის მრავლდება. რაც უფრო მეტი ბავშვი გყავს, მით უფრო დიდ სიყვარულს გრძნობ.

პირობა ყოველთვის უნდა შეასრულო. ბავშვისთვის „გპირდები“ ყველაზე წმინდა სიტყვაა.

ცხოვრებაში არ არსებობს „მნიშვნელობა არ აქვს“ – ბავშვებისთვის ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია.

ბავშვები სარკეა – თუ გინდა, რომ პატიოსანი და მოსიყვარულე იყვნენ, ჯერ თავად უნდა აჩვენო მაგალითი.

 ცხოვრება თამაშია – და თუ მასთან ერთად არ გაერთე, აზრი ეკარგება.

ხანდახან საჭიროა გაჩერდე და უბრალოდ მოუსმინო.

შეცდომები ცხოვრების ნაწილია – მთავარია, როგორ გამოვასწორებთ მათ.

დრო ძალიან სწრაფად გადის – დღეს ისინი პატარები არიან, ხვალ კი უკვე დიდები.

მამობა საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება წარმომედგინა. 

f71331b1-66c6-462d-9f47-199afc2b7223 (1)

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way