USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
რატომ ვერაფერს უხერხებს რუსეთი საბჭოთა კავშირის "ნარჩენებს"
თარიღი:  895

დღეს რუსეთი  ცდილობდეს ისეთი თანამეგობრობის შექმნას, რომელიც გეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაზე და საზოგადოდ განვითარებაზე იქნება მიზანმიმართულად ორიენტირებული. ასეთი პრიორიტეტები, ჩვენ შემთხვევაში, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გულისხმობდეს რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ცვლილებას და ეს ნაბიჯები უკვე სახეზეა.

რუსული საექსპერტო წრეები მსჯელობენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ელიტის ფორმირებაზე, რომლებსაც რუსეთისადმი კეთილ განწყობილი პლატფორმა ექნებათ აზროვნების საფუძვლად.  

„თბილის პოსტი“ მუდმივად ცდილობს მიაწოდოს თავის მკითხველს რუსული პოლიტიკური და საექპერტო ისტებლიშმენტის ნააზრევი, რათა ჩვენს საზოგადოებს ზოგადი წარმოდგენა მაინც ქონდეს, იმაზე თუ რა ხდება რუსეთში და რას ფიქრობენ ისინი ჩვენს შესახებ.

პიოტრ აკოფოვი - რატომ ვერაფერს უხერხებს რუსეთი საბჭოთა კავშირის "ნარჩენებს"

ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები ერთმანეთის მიყოლებით იცვლიან ლიდერებს: იგორ დოდონმა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო; ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში კარგავს ძალაუფლებას; სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის არჩევნების დროს მომხდარი არეულობის გამო ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჟეენბეკოვმა დატოვა თანამდებობა.  საგულისხმოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაძაბული ვითარება საქართველოში, რომელსაც მილიარდელი ივანიშვილი ჩრდილიდან მართავს. ბელორუსიაში მასობრივი პროტესტის შემდგომ კი პრეზიდენტი ლუკაშენკო რეფორმას ამზადებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ძალაუფლება ეზღუდება. რაც შეეხება უკრაინას, რომელიც უკვე დიდი ხანია გამუდმებულ კრიზისში ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია უკვე კომიკურია. ზელენსკი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ერის იმედად მოიხსენიებდნენ, იუმორისტული შოუების შეუცვლელი „მასალაა“.

ანუ რა ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში?

რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ თავად ვართ დამნაშავეები; არ ვმუშაობთ აქტიურად ყოფილ პროვინციებთან და წარუმატებლად ვებრძვით დასავლეთის მცდელობებს - ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა მათკენ გადაიბირონ. ჩვენს ყოფილ მოკავშირეებს ისტორიის სახელმძღვანელოდან ამოგლეჯილი ფრაზების გარდა არაფერ ახალს არ ვთავაზობთ; არ ვთავაზობთ სამომავლო გეგმებს, მხოლოდ წარსულს ვახსენებთ.  ეს კი საკმარისი არაა. ჩვენ რომ ჩვენს ყოფილ მოკავშირე ქვეყნებს პარტნიორად და მხარდამჭერად ვესახებოდეთ, ისინი დახმარებას შორეულ დასავლეთში არ დაუწყებდნენ ძებნას. რუსეთმა უნდა შექმნას კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დავიბრუნოთ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების კეთილგანწყობა და შესაძლებელი გახდება სიტუაცია ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებთან დარეგულირდეს.

რუსეთი ამ არეულობისგან თავადაც იტანჯება. თუმცა შედარებისთვის ასეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ - განა შეძლებს მძიმე ავადმყოფი სახლში მკურნალობით გამოჯანმრთელებას? ხომ საჭიროა მისი გადაყვანა სტაციონარში და გაწერილი სამკურნალო გეგმის შესრულება?  სწორედ ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია  სამოქმედო გეგმების გადახედვა და მისი მორგება არსებულ სიტუაციაზე.

თუმცა ასევე აუცილებელია ის ერები, რომლებმაც დამოუკიდებლობა „ბრძოლით“ მოიპოვეს, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თანამშრომლობა მათთვისაც მომგებიანი იქნება.  თუ კი ეს მოხდება, რუსეთმა ფრთხილად უნდა „მოუსინჯოს პულსი“ ამ ქვეყნებს და ყურადღებით დააკვირდეს - თუ რა შეთავაზებებს მოელიან მისგან. აუცილებელია შეიზღუდოს დასავლეთის გავლენა, თუმცა ამავდროულად შევთავაზოთ საერთაშორისო პროექტები.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვი  მხოლოდ მოქმედ ძალაუფლებას აღიარებს. იგი არ თანამშრომლობს ოპოზიციებთან  და კონტრელიტებთან. ეს კი საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა. დიახ, პუტინი აქტიურად მუშაობს მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებებთან, რაც აშკარად ხელისშემშლელი ფაქტორია, რადგან უკვე რთული გასარკვევია ამა თუ იმ ქვეყანაში ვინ ფლობს ნამდვილ ძალაუფლებას. აი მაგალითისთვის ავიღოთ ფაშინიანი - იგი ოპოზიციას წარმოადგენდა და მასთან დასავლეთი თანამშრომლობდა. მოვიდა ხელისუფლებაში და მასთან დიალოგისთვის იმდენი სივრცე აღარ იყო დარჩენილი, რამდენიც იქნებოდა, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშივე რომ დაეწყოთ მოლაპარაკებები. ასე რომ, ფაშინიანის მოსვლა ხელისუფლებაში სწორედ ამ შეცდომის გამო მოსკოვის დამარცხებად იქნა აღქმული.

და ყველაზე მთავარი - რუსეთს არ აქვს ინსტრუმენტი და შესაძლებლობები, ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური არეულობა სუფევს, სიტუაცია დაასტაბილუროს და შემდეგ უკვე შიდა პროცესები აქტიურად აკონტროლოს. არა იმიტომ, რომ რუსეთი სუსტია ან შესაძლებლობები არ გააჩნია, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენ საქმეს შეუმდგარ ძალაუფლებებთან, შეუმდგარ ხელისუფლებებთან ვიჭერთ და სხვა მიმდინარე მოვლენებს ფაქტობრივად ვაიგნორებთ.

განა მარტივი არ იქნებოდა ქვეყნის შიდა ელიტებით მანიპულირება?

მაგალითისთვის რომ ავიღოთ, დასავლეთისთვის შიდა კავშირების დამყარება უკრაინასა და საქართველოსთან საკმაოდ მარტივია, რადგან მათ რუსეთის ეშინიათ და მზად არიან ამერიკელებს თავიანთი ქვეყნები სამხედრო კორდონებისთვის დაუთმონ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ამავდროულად თავიანთი სახელმწიფოების განვითარებასა და მშენებლობაში წარუმატებლები არიან.  აი რუსეთის ინტერესებში კი ოდნავადაც არ შედის პოსტსაბჭოთა ქვეყნები რომელიმე მესამე ძალასთან საბრძოლველად გამოიყენოს, პირიქით, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ  ისინი ძლიერი და წარმატებული პარტნიორები იყვნენ. მაგრამ ეს ახლა შეუძლებელია - თუმცა ამაში ბოლომდე დამნაშავე რუსეთი არაა.

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ, მათ არ აქვთ გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სუვერენიტეტი და არ აქვთ ნამდვილი მოთხოვნილება დამოუკიდებლობისა. ასევე მათ არ ჰყავთ ნამდვილი ნაციონალური ელიტა, ადამიანები, რომლებიც სტრატეგიულად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აზროვნებენ.  ქართულმა და უკრაინულმა ვითომ ელიტებმა, თავად მიამწყვდიეს თავიანთი ქვეყნები იმ ჩიხში,  სადაც ახლა არიან და გამოსვლას ვერ ახერხებენ.  მოლდოვას, სომხეთსა და ყირგიზეთს კი დამოუკიდებელად ცხოვრების პოტენციალიც კი არ აქვთ.  ბელორუსიის მაგალითზე კი კარგად დავინახეთ, თუ რამხელა კრიზისის წინ შეიძლება დადგეს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებასაც ცდილობს და რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციასაც. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას მსგავსი პრობლემა აქვს - მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებლად არსებობისა და განვითარებისთვის საჭირო უნარები.

ამაში კი რუსეთის დადანაშაულება არასწორია - ამ ერებმა, რომელთაგანც ზოგიერთი უძველესი ცივილაზაციებია, თავად დაკარგეს ის უნარები და შესაძლებლობები, რაც მათ დამოუკიდებლად და წარმატებულად ქვეყნის შენებას გააგრძელებინებდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.  რუსები კი პირიქით, საბჭოთა კავშირის დროსაც კი ცდილობდნენ შეექმნათ რაღაც ეროვნული, რაც მათ თვითმმართველობას გაუადვილებდა, ზრდიდნენ წარმატებულ კადრებს და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ  -  თვითმყოფადობა შეინარჩუნეს.  და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ერებს, კლანებსა თუ მცირე დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ურთიერთობების მოგვარებას სწორედ თავად უზრუნველჰყოფდნენ.

ამავდროულად რუსეთი პატარა ერებს უდიდესი ცივილიზაციის და იმპერიის ნაწილად აქცევდა. და რა ხდება ახლა, როდესაც ისინი ამ „ტვირთისგან“ გათავისუფლდნენ? ისინი ერთი ერთზე დარჩნენ თავთავიანთ „ელიტებთან“ -  გაუწონასწორებელ, არათანმიმდევრულ, არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ ხალხთან, რომლებმაც ქვეყნები კი არ განავითარეს, არამედ დაასუსტეს.  ქურდები კლოუნებით იცვლებოდნენ, „დემოკრატები“ ოლიგარქებით, თუმცა საერთო სურათი არ იცვლება. ასეთი ტემპებით ისინი მალე მივლენ იმ წერტილამდე, როდესაც კრემლს თხოვენ თავისი ფრთის ქვეშ შეიფაროს.

ეს ისტორიის განვითარების ობიექტური ხედვაა - მანამდე კი რუსეთი უნდა შეეცადოს სწორი გეგმების ჩამოყალიბებასა და ჩვენი ისტორიული სივრცეებიდან უცხო გავლენის მოშორებას.  არანაირი ნატო, არანაირი ევროინტეგრაცია - თავიანთ „ელიტებს“ კი რესპუბლიკები თავად გაუმკლავდებიან.  თუ საჭირო იქნება ეს ჩვენი დახმარებით მოხდება. და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ მათ ძალების აღდგენასა და „გამოჯანმრთელებაში“ დავეხმარებით.

წყარო:https://ria.ru/

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.