USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
რატომ ვერ დაარქმევთ ისლანდიაში ბავშვს სახელად "ანდრეის"
дата:  1279

ისლანდია  პატარა სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა სულ 350,000-ს არ აღემატება. ისლანდია მსოფლიოს ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანაა, რომელსაც არა ყავს მუდმივი არმია, ხოლო პოლიცია და სანაპირო დაცვა იარაღის გარეშე დადიან, რადგან ყინულის ქვეყანაში დანაშაული პრაქტიკულად არ ხდება.

ასეთ სახელმწიფოში, რომელიც, პრაქტიკულად ადამიაებისთვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია, არსებობს განსაკუთრებით საინტერესო მომენტებიც.

მაგალითად, შვილისთვის სახელის არჩევა.

ამ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანაში, ფუნქციონირებს  ე.წ. სახელების ისლანდიის კომიტეტი, რომელიც შედგება 6 ადამიანისგან, მათგან ნახევარს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კიდევ სამ წევრს უმაღლესი სასწავლებლები.

კომიტეტი იკვლევს პირად სახელს და აანალიზებს მის შესაბამისობას ისლანდიურ ენასთან დაკავშირებულ ტრადიციებთან. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გრამატიკას ჰარმონიასა და შესაბამისობას, სადაც გრამატიკული სქესი უნდა შეესაბამებოდეს სახელის მატარებლის სქესს, დასაშვებია მხოლოდ ისლანდიური ანბანის ასოები.

ამ  წესებიდან გამომდინარე, ისლანდიელმა მსახიობმა, პოლიტიკოსმა, და რეიკიავიკის ყოფილმა მერმა ჯონ გნარმა, თავის ქალიშვილს ვერ დაარქვა სახელად "კამილა", რადგან ამ სახელში ("Camilla ") არის ასო "C", რომელიც არ მოიპოვება ისლანდიურ ანბანში.

მსგავსი აკრძალვა მოქმედებს მაგალითად სახელი - "ანდრეის" შემთხვევაშიც, რომლის მართლწერა ასევე არ შეესაბამება ყინულის ქვეყნის ეროვნული ენის წესებს.

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати