USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
რატომ სტუ?
Date:  1345
  • ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი

 

სტუ-ში დღეისათვის 14 ფაკულტეტი, 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1 ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს რომ აბიტურიენტს ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით.



  • განათლების მიღების ხელმისაწვდომობა
  1. სტუ-ში მოქმედებს 32 უფასო პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.
  2. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.
  3. სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის საფასურის გადახდას  ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს.  ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს.
  4. წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სახელობით სტიპენდიას უნიშნავს.

 

 

  • გაცვლითი პროგრამები

 

სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა.

 

 

  • დასაქმება

 

სტუ ორიენტირებულია როგორც სტუდენტთა განათლებაზე, ისე მათ კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე. ამისთვის, უნივერსიტეტში შექმნილია კარიერული განვითარების სამსახური, რომელსაც საქართველოში არსებულ თითქმის ყველა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურებადი) პარტნიორ ორგანიზაციებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ისინი კარიერას ხშირ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში განაგრძობენ.

 

 

 

  • სტუდენტური ცხოვრება

 

სწავლის პარალელურად, სტუ-ის სტუდენტები ჩართულები არიან მრავალ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში.

უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, ბილიარდის, ჭადრაკის, შაშის, სამბოს, ბოულინგის, ფრენბურთის, თოვლისა და ქვიშის ფრენბურთის სპორტული გუნდები და კალათბურთის ნაკრები. სტუ-ის სპორტის ამ სახეობებში, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სახელგანთქმულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრი „მოდინახე“, ვაჟთა კაპელა, „გეპეის ჯაზ ორკესტრი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტ გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ და სხვა მუსიკალური ჯგუფები.

 

 

  • ინფრასტრუქტურა

 

სტუ-ის ლაბორატორიები აღჭურვილია ევროპის ხარისხის შესაბამისი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნოლოგიებით, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღოს და 700-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაო ჩაატაროს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way