USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
რატომ შენდებოდა თბილისის მფარველი წმინდანის სახელზე ტაძარი 10 წლის მანძილზე
Date:  960

ციკლიდან თბილისური ტაძრების ისტორია

თბილისის მფარველი წმინდანის სახელობის ტაძრის აგება მამა ბესარიონ მენაბდემ 1994 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, დაიწყო.

მშენებლობა 10 წელი გაგრძელდა. ის ადგილი, სადაც არაბებმა აბო თბილელის თავმოკვეთილი სხეული დაწვეს, ჯერ კიდევ მე- 8 საუკუნეში ჯვრით მოინიშნა. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ერეკლე მეფე კრწანისის ომში დამარცხების შემდეგ, სანამ თბილისს დატოვებდა, ამ ჯვართან მოვიდა, ცხენიდან ჩამოხტა და თბილისი და თბილისელები წმინდა აბო თბილელს შეავედრა.

მოგვიანებით, მე - 19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის დროს, ამ ადგილზე აშენდა ნიში ( პატარა სამლოცველო), სადაც დააბრძანეს გრიგოლ გაგარინის მიერ დაწერილი წმ. აბო თბილელის ხატი. დღეს ეს ხატი მეტეხის ტაძარში ინახება. ისტორიულ წყაროებში აღნიშნულია საინტერესო ფაქტები, რომ ამ ადგილზე მოდიოდნენ გასათხოვარი ქალები. ნიში იკრავდა მონეტებს, თუ მონეტას მიიკრავდა, ქალი გათხოვდებოდა. პატარა სამლოცველო ორჯერ ემსხვერპლა ხიდის მშენებლობას, პირველად რუსეთის იმპერიის, მეორედ კი საბჭოთა კავშირის პერიოდში ააფეთქეს.

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე იხსენებს : "1994 წლის 23 ნოემბერს, მე და ჩვენი მრევლი მამა ნიკოლოზ ბურდილაძე, მამა მიქაელ არეშიძე და მგალობელი ნიკოლოზ დადიანი წამოვედით და დავიწყეთ გათხრები ჩვენ თვითონ. მე პირადად დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიში ამ ადგილას იყო. სანამ გათხრებს დავიწყებდით, საჭირო გახდა ადგილზე ერთი ხის მოჭრა, გადავჭერით და გადანაჭრელზე გამოსახული იყო ჯვარი, დღეს ამ ჯვრის ერთი ნაწილი აბო თბილელის ტაძარში ინახება, მეორე ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში.

ადგილზე გათხრებისას აღმოჩნდა სამლოცველოს ნანგრევები და ეს გახდა ტაძრის აშენების საფუძველი." წმინდა აბო თბილელის ტაძრის პროექტი შეადგინა რეზო ჯანაშიამ, მამა ბესარიონ მენაბდემ, ქეთი აბაშიძემ და ია გორგიშელმა. თავიდან თბილისის არქიტექტურულმა საბჭომ პროექტი არ დაამტკიცა, თუმცა მოგვიანებით გამოჩდნენ არქიტეტორები, ვინც ტაძრის დღეს არსებული სახით აშენებას მხარი დაუჭირა.

მშენებლობა 10 წელს გაგრძელდა, პირველი იმიტომ, რომ ქვეყნისთვის რთული პერიოდი იყო და ფინანსების მოძიება ჭირდა, მეორე მიზეზი კი თავად პროექტია. დეკანოზი ბესარიონ მენაბდე : "ტაძარი შენდებოდა უზარმაზარი ლოდებით და კირით. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა. ერთი კედელი მთლიანად ბუნებრივი კლდეა. სწორედ ამ კლდეში არსებულ დილეგში დაწვეს წმინდა აბო თბილელის თავმოკვეთილი სხეული და რომ არ დაკარგულიყო, ეს კლდე ეკლესიის ერთ-ერთ კედლად დავტოვეთ. კლდესთან შეთავსება არ იყო ადვილი. ტაძრის ყველა ქვა სათითაოდ ხელითაა გათლილი. ტაძარი ავაგეთ ძველი ტრადიციული მეთოდით. სახურავი თლილი ბაზალტისაა. ამ ყველაფერმა დიდი დრო წაიღო. მახსოვს, ჩემს მოძღვარს მამა ბასილს ვთხოვე დახმარება.

ბიზნესი მაშინ არც იყო განვითარებული, ერთი პურის ქარხნები მუშაობდა და ქარხნების დირექტორებს ვთხოვდით დახმარებას. თავიდან რთული იყო, შემდეგ უკვე გამოჩდნენ ადამიანები და ერთობლივად ავაგეთ ტაძარი. მამა დავით ისაკაძე და მამა ალექსანდრე ბოლქვაძე ჩაერთნენ მრევლით. აწ განსვენებული, მამა დავით ქვლივიძე, მაშინ არ იყო მოძღვარი და ფიზიკურად მუშაობდა. აღსანიშნავია ვახტანგ ბოჭორიშვილი, მალხაზ პაპასკირი, ისინი ქვაზე მუშაობდნენ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მრევლმა განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღო მშენებლობაში.

ტაძარი აიგო გათხრების შედეგად აღმოჩენილ საძირკველზე. აღვადგინეთ ისტორიული ნიში და მოზაიკით ამირან ბაკურაძემ შექმნა წმინდა აბო თბილელის ხატი. გათხრების შედეგად , იქვე მივადექით ძველი ხიდის საძირკველს და ავაშენეთ ასიათასი მოწამის სახელობის ტაძარი. შემდეგ აუცილებელი გახდა სივრცის შექმნა მოძღვრისთვის. სენაკი ავუშენეთ მამა ისააკს.

ტაძრების კურთევამდე გვესტუმრა პატრიარქი. მახსოვს, გაოცდა, ისე მოეწონა. " დღეს წმინდა აბო თბილელის ეკლესია ძველი თბილისის მშვენებაა. აღსანიშნავია , რომ დეკანოზი ბესარიონ მენაბდე 12 შვილის მამაა. ერთ-ერთ ვაჟს სახელად აბო ჰქვია.

 

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way