USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
რატომ შეიძინა საპენსიო ფონდმა “ნიკორას” ობლიგაციები? - გოგა მელიქიძის პასუხი
дата:  342

საპენსიო ფონდის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა “Forbes კვირის” ეთერში 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. გასულ წელს საპენსიო ფონდმა აქტიურად დაიწყო საერთაშორისო და ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება. მათ შორის გასულ წელს ფონდმა 3.5 მილიონი ლარი დააბანდა კომპანია “ნიკორას” მიერ გამოშვებულ 35-მილიონიან ობლიგაციებში.

გოგა მელიქიძის განმარტებით, ეს ობლიგაცია საპენსიო ფონდის 2.97-მილიარდიან პორტფელში 0.1%-ს შეადგენს, თუმცა ამ ფასიანი ქაღალდის ამონაგები ყველაზე მაღალია და 14.6%-ს შეადგენს.

“ნიკორა", როგორც კომპანია, მოგვეწონა, ამასთან მომგებიანი იყო ეს ობლიგაცია, ჩვენ პორტფელში ასეთი მომგებიანი ამონაგებით არაფერი არ გვაქვს. საუბარია 14.6%-იან ამონაგებზე. ნიკორას ობლიგაციები თავის საკრედიტო რეიტინგით შეესაბამებოდა ჩვენ მოთხოვნებს. 14.6%-ია ამონაგები და ის მიბმულია რეფინანსირებაზე. შესაბამისად, საუკეთესო მზღვეველია ის რომ რეფინანსირებაზეა მიბმული, რადგანაც ინფლაციის მაჩვენებელს მიყვება.

ჩვენ 10% ვიყიდეთ 35-მილიონიანი ობლიგაციიდან, ანუ ეს არის პორტფელის 0.1%, თუმცა მისი ამონაგები 14.6%-ია,”- განმარტავს გოგა მელიქიძე.

საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განმარტებით, კანონის შესაბამისად მათ შეუძლიათ რომ ფონდის აქტივების 20% უცხოეთში ჰქონდეთ განთავსებული, რისთვისაც 2022 წლის დასაწყისში ფონდმა საერთაშორისო აქციებში დააბანდა თანხები, თუმცა მას შემდეგ რაც ბირჟებზე დაღმასვლა დაიწყო, აღნიშნული თანხის ნაწილი ფონდმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში გადაიტანა.

გოგა მელიქიძის განცხადებით, ქართული აქტივების პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე დაბალი ლიკვიდობაა.

“კანონის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია 80% გვქონდეს საქართველოში; 20% უცხოეთში. საქართველოს ბაზრებს რომ შევხედოთ, ფინანსურ ბაზრებში წამყვანია დეპოზიტების ბაზარი. ქვეყანაში დაახლოებით 24 მილიარდი ლარის დეპოზიტების ბაზარია, რომელიც მუდამ მზარდია. აქედან თითქმის ნახევარი არის ფიზიკური პირების, დანარჩენი იურიდიული პირების. ამის მიუხედავად, აქ მეორადი ბაზარი არ არსებობს. ანუ ვერ იყიდი და ვერ გაყიდი დეპოზიტის პორტფელს. ჩვენ პორტფელში 65% არის საბანკო დეპოზიტების. საშუალოდ არის 12%-ში განთავსებული. საშუალო ვადიანობა არის 2.5 წელი.

დეპოზიტების ბაზრის შემდეგ, მეორე ადგილზეა სახაზინო ობლიგაციების ბაზარი, რომლის ზომაც 6.5 მილიარდი ლარია. ნეტ გამოშვება დაახლოებით მილიარდი ლარია ყოველწლიურად. იმის მიუხედავად, რომ ეს ბაზარი არის დიდი ზომის, აქაც ლიკვიდურობა თითქმის მკვდარია. ბანკს ან ჩვენ რომ მოგვინდეს სახაზინოების გაყიდვა, ისევ ბანკებს უნდა ველაპარაკოთ.

ჩვენ როდესაც დავიწყეთ გლობალური აქციების ყიდვა, დავინახეთ რომ დაბლა მოდიოდნენ. მნიშვნელოვანი ვოლატილობაა გლობალურ ბაზრებზე. შარშან აქტიურად ვყიდულობდით აქციებს. ბროკერად JP Morgan-ი შევარჩიეთ, როდესაც დავინახეთ რომ საფონდო ბირჟა დაბლა მოდიოდა, გავჩერდით.

ერთია სტრატეგია რას იძახის და მეორე ტაქტიკურად არ იყო გამართლებული და რაც დოლარში გვქონდა ნაყიდი, გადავიტანეთ აშშ სახაზინო ბონდებში,”- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

спорт
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати