USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
რატომ იზრდება ოქროს ფასი რეკორდულად?
дата:  843

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,480 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ზოგადად, ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია, რომელსაც ადამიანები 7,000 წელიწადზე მეტი ხანია იყენებენ. ამ ძვირფას მეტალს მრავალფეროვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, თუმცა ამჯერად ოქროს საინვესტიციო თვისებებზე ვისაუბრებთ.

ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ბირჟაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამ უკანასკნელს, ანუ ოქროს კონტრაქტს მოვიაზრებთ.

ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ. საერთო ჯამში, ცენტრალური ბანკები 35 ათას მეტრულ ტონა ოქროს ფლობენ, რაც გლობალური მიწოდების 1/5-ია.

ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება.

ოქროს მორიგი უპირატესობა ინფლაციას უკავშირდება. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოქრო თავის მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც ინფლაციის დონე მკვეთრად იზრდება.

გარდა ამისა, ოქრო შეიძლება გამოყენებული იქნეს შავი დღისთვის მოსამზადებლად. აი, მაგალითად, ცენტრალური ბანკები ოქროს სწორედ თავის დაზღვევის და რეზერვის დივერსიფიკაციის მიზნით ყიდულობენ.

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.

ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ფაქტორი. მოგეხსენებათ, ოქროსა და ამერიკულ დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. დოლარის გამყარება ოქროს გაუფასურებას იწვევს, ვალუტის დევალვაცია კი ძვირფასი ოქროს გაძვირებას უწყობს ხელს. თავად დოლარის სიმყარეზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორისაა: გეოპოლიტიკური ვითარება, მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო შემოდინებები, სავაჭრო ბალანსი და ეკონომიკური ზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთია, რომლის შემცირება ოქროზე პოზიტიურად აისახება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს ფასის ზრდას აშშ-ში პოლიტიკური რისკების ზრდა, მათ შორის, საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა და პრეზიდენტო ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განაპირობებს. ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკული დოლარის გლობალურ ვალუტებთან მიმართებით უფასურდება, ასევე ის მსყიდველობით უნარს კარგავს ოქროსთან მიმართებით.

წყარო:https://bm.ge/

мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати