USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
რატომ გეგმავს აშშ-ის მთავრობა TikTok-ის აკრძალვას?
 2283

მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ქსელ TikTok-ს, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირება აეკრძალოს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, TikTok-ს ქვეყანაში საქმიანობა აეკრძალება, თუკი მისი მშობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი მას სხვა კომპანიაზე არ გაასხვისებს.

მარტივად რომ ვთქვათ, TikTok-ის მფლობელმა კომპანიამ სოციალური ქსელი უნდა გაყიდოს, რადგან ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ByteDance-ის მართვის პროცესში ჩინეთის მთავრობის ჩარევის შემთხვევები ფიქსირდება.

TikTok-ს ამჟამად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, აქედან 170 მილიონი ამერიკაშია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. სოციალური ქსელის ასეთი პოპულარობა მას განსაკუთრებით საშიშ პლატფორმად აქცევს, სწორედ ამიტომ აშშ-ის მთავრობა ამ უპრეცედენტო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. მართალია, კანონპროექტი ჯერ სენატის და პრეზიდენტის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა კანონმდებლების მხრიდან ამის მზაობა ნამდვილად არსებობს.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ის გასხვისების ან აკრძალვის საკითხს აქტიურად უჭერს მხარს როგორც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც პირველმა გააჟღერა ეს იდეა თავისი მმართველობის პერიოდში.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია ByteDance-ს 5 თვე ექნება TikTok-ის გასაყიდად. თუკი ის სოციალურ ქსელს არ გაასხვისებს, მაშინ ამერიკის მოსახლეობას TikTok-ის გამოყენება აეკრძალება, რაც სოციალური ქსელისთვის აშშ-ის ბაზარზე სასიკვდილო განაჩენი იქნება.

როგორც ByteDance-ში აცხადებენ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია სასამართლოში საჩივარს მყისიერად შეიტანს, რადგან TikTok-ის აკრძალვის რეალური საფუძველი არ არსებობს.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის