USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
რატომ გაითიშა "მაგთი"?
Date:  774

"მაგთი" გუშინ, 27 იანვარს ინტერნეტის შეფერხების მიზეზებს განმარტავს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაზიანდა როგორც ძირითადი, ასევე სარეზერვო არხიც.

"27 იანვარს მაგთიკომის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.

გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა. რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).

მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - წერია განცხადებაში.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way