USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
რატომ გაიქცა აშშ-ში უვადო მოსამართლე მაკა გველესიანი
дата:  1678

უვადო მოსამართლე ამერიკაში წავიდა - მაკა გველესიანს, რომელსაც სააპელაციო ინსტანციაში სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეები ებარა, განხილვა შუა გზაზე მიატოვა.

 

რატომ გაიქცა მოსამართლე საქართველოდან, რომელიც მესამე სექტორის შეფასებით, სასამართლო კლანის მორჩილებით გამოირჩეოდა? - ლევან მურუსიძე ყველაფერს არა სისტემა, არამედ ჟურნალიტებს აბრალებს.  ამბობ, რომ საჯარო კრიტიკის გამო მოსამრთლეობის სურვილი სულ უფრო ცოტა ადამიანს უჩნდება.

 

ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა.

ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა.

„საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რომ ის პირადი, ოჯახური პირობების გამო და ნებაყოფლობით… ადამიანი იცვლის ხოლმე სამსახურს. ერთი სამსახურიდან გადადის მეორეში, გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. მოითხოვა, რომ მას მოხსნოდა უფლებამოსილება და შეუწყდა უფლებამოსილება“, — ამბობს ლევან მურუსიძე.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლაზე მასაც უფიქრია, რადგან მოსამართლეებს ჟურნალისტების გამო მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.

მაკა გველესიანი პირველი მოსამართლე არაა, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მანამდე ასევე უვადოდ გამწესებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე აშშ-ში შვებულების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა და მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. მაია სვიანაძის თქმით, მისი წასვლა არც კონკრეტულ საქმეს და არც რამე სახის პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати